საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის , თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში, მგზავრთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, 2024 წელს საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადი 6,5 მლნ-ს გადააჭარბებს.

მისივე თქმით, 2024 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აეროპორტებში მგზავრთნაკადის 28%-იანი ზრდა ფიქსირდება. უფრო კონკრეტულად კი, 7 თვის მონაცემებით, ქვეყნის აეროპორტები 4,047,097 მგზავრს მოემსახურა.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმათი20 დეკემბერი 202630 დეკემბერი 2026FlyArystanავიაბილეთები 625 -დან
ათენი29 ნოემბერი 20262 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 202 -დან
ბარსელონა30 ნოემბერი 20264 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 414 -დან
ბერლინი30 იანვარი 20274 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 368 -დან
ბრიუსელი10 ნოემბერი 202617 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 302 -დან

 

„ქართული საავიაციო ინდუსტრია ყოველთვიურად ახალი რეკორდის დამყარებას აგრძელებს. 2024 წლის 7 თვის მონაცემებით საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 4 მლნ-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა. რაც წინა წელთან შედარებით 28%-იანი ზრდაა.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოვახდინეთ და აქტიურად ვაგრძელებთ ბაზრების დივერსიფიკაციას. ტურისტები სხვადასხვა ახალი მიმართულებებიდან შემოდიან ქვეყანაში. მოლოდინი გვაქვს, რომ წელს ჩვენს საერთაშორისო აეროპორტებში 6,5 მლნ-ზე მეტ მგზავრს მოვემსახურებით. აღნიშნული ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

მიმდინარე წლის სექტემბერში სიახლეები გვექნება ახალ მიმართულებებთან და ავიაკომპანიებთან დაკავშირებით. შესაბამისად, აქტიურად ვაგრძელებთ ქართული საავიაციო ინდუსტრიის განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი29 დეკემბერი 202624 თებერვალი 2027Red Wingsავიაბილეთები 151 -დან
ალმათი7 დეკემბერი 202613 დეკემბერი 2026Air Astanaავიაბილეთები 1 061 -დან
ამსტერდამი17 ივნისი 202720 ივნისი 2027Transaviaავიაბილეთები 687 -დან
ანკარა9 ნოემბერი 202616 ნოემბერი 2026Ajetავიაბილეთები 348 -დან
ათენი29 ნოემბერი 202610 იანვარი 2027Aegean Airlinesავიაბილეთები 450 -დან

 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, გასულ თვეს თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში, მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა . თბილისის აეროპორტი ივლისში 519,275 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით 29% -იანი ზრდაა. ხოლო ბათუმის აეროპორტმა 147,584 მგზავრი გადაიყვანა, რაც წინა წლის მონაცემებს 48% -ით აჭარბებს.

პირდაპირი ფრენები ბათუმიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი29 დეკემბერი 20268 იანვარი 2027Red Wingsავიაბილეთები 113 -დან
ბაქო18 ოქტომბერი 202623 ოქტომბერი 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 663 -დან
ერევანი30 ოქტომბერი 20266 ნოემბერი 2026FLYONE Armeniaავიაბილეთები 253 -დან
ნიჟნი ნოვგოროდი12 ოქტომბერი 202612 ოქტომბერი 2026Red Wingsავიაბილეთები 825 -დან
სტამბოლი14 ნოემბერი 202617 ნოემბერი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 379 -დან

 

ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც. 2024 წლის 7 თვეში აეროპორტი თითქმის მილიონამდე მგზავრს მოემსახურა. იანვარ-ივლისის პერიოდში ქუთაისის აეროპორტმა 921,030 მგზავრი და 2,803 რეისი მიიღო, რაც ისტორიული მაქსიმუმია ქუთაისის აეროპორტის არსებობის მანძილზე.

დაგეგმე მოგზაურობა ყველაზე მარტივად Avia.ge -სთან ერთად. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიევროპის რომელ ქალაქში უნდა დაისვენო აგვისტოში?
შემდეგი სტატიარომელ მიმართულებებს ირჩევენ საქართველოს მოქალაქეები სამოგზაუროდ ?
0 0 votes
შეაფასე სტატია
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted