აეროპორტების ასოციაცია ACI Europe ​უახლესი ტრაფიკის მონაცემებზე დაყრდნობით, „საბოლოოდ ადასტურებს ინდუსტრიის სრულ აღდგენას“. ევროპის აეროპორტებში მგზავრთნაკადი 2024 წლის პირველ ნახევარში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0,4%-ით გაიზარდა, ხოლო 2023 წლის პირველ ნახევართან შედარებით კი – 10,3%-ით.

„ჩვენ ვხვდებით ისტორიაში საუკეთესო ზაფხულს მომსწრენი სამგზავრო ტრაფიკის თვალსაზრისით“, – ამბობს იანკოვეცი, ასოციაციის გენერალური დირექტორი.

ასოციაციის გენერალურმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ ინდუსტრიამ “გადალახა პანდემიის ზღვარი”, თუმა ივნისისთვის ევროპის აეროპორტების მხოლოდ 53%-მა აღადგინა სრულად სამგზავრო მოძრაობა.

აღსანიშნავია, რომ ლონდონის ჰითროუ გახდა 2024 წლის ევროპის ყველაზე დატვირთული ჰაბი 39,8 მილიონი მგზავრით წლის პირველ ნახევარში. რამდენიმე ევროპული აეროპორტი რეკორდულ ტრაფიკს პროგნოზირებს 2024 წელს: ჰითროუ ელოდება 82,4 მილიონ მგზავრს, ხოლო სტამბულის აეროპორტი 85 მილიონ მგზავრს.

ავიაბილეთები ქუთაისის აეროპორტიდან

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
ალმათი12 ივლისი 202717 ივლისი 2027FlyArystanავიაბილეთები 645 -დან
ათენი19 თებერვალი 202722 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 238 -დან
ბარსელონა5 თებერვალი 202714 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 338 -დან
ბერლინი18 თებერვალი 202723 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 296 -დან
ბრიუსელი14 იანვარი 202717 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 284 -დან

 

მგზავრთა რეკორდული მაჩვენებელი საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებშიც აღინიშნება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, თბილისის , ქუთაისის და ბათუმის აეროპორტები 2024 წლის პირველი შვიდი თვის მონაცემებით, 4,047,097 მგზავრს მოემსახურა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის თქმით, მოლოდინი არის, რომ 2024 წელს ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადი 6,5 მლნ-ს გადააჭარბებს.

დაჯავშნე ავიაბილეთები ევროპის მიმართულებით საუკეთესო ფასად Avia.ge-ზე. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც. 

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიგამოიცანი სად ცხოვრობენ ფილმის/სერიალის პერსონაჟები
შემდეგი სტატიარამდენად კარგად იცნობ ევროპას ?
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted