ევროპაში მოგზაურობის ან მუშაობის მსურველებს პოლონეთის სტუმრობა ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო გამოცდილებას ჰპირდება. საბედნიეროდ, საქართველოს მოქალაქეებისათვის 2017 წლის მარტიდან მოყოლებული საკმაოდ გამარტივებულია ამ ულამაზეს ქვეყანაში ტურისტული მიზნით ჩასვლა. საქართველოს ბიომეტრიული პასპორტის მფლობელ მოქალაქეებს პოლონეთის რესპუბლიკაში ტურისტულად გასამგზავრებლად ვიზა სრულიად აღარ ესაჭიროებათ.

თუმცა, თუკი თქვენ უფრო მეტის გაკეთება გსურთ ამ ქვეყანაში, ვიდრე ღირსშესანიშნაობების მოვლაა, მაშინ ვიზაზე განაცხადი პოლონეთის საკონსულოში უნდა გააკეთოთ. თუ პოლონეთიდან გაქვთ მიღებული თქვენი სამუშაო მოწვევა, სწორედ ამ ორგანოს უნდა ესტუმროთ.

ამის მიზეზი ისაა, რომ სამუშაო მიზნით პოლონეთის რესპუბლიკაში შესვლისთვის სამუშაო ვიზის აღებაა საჭირო. აღნიშნული ტიპის ვიზის მიღების შემთხვევაში, ვიზაზე განცხადების გამკეთებელს ენიჭება უფლება 12 თვიდან 6 თვე სამუშაო ნებართვის გარეშე, სამუშაო ვიზის წყალობით იმუშაონ აღნიშნული ქვეყნის ეკონომიკის ნებისმიერ დარგში.

Პოლონეთის ვიზა და შესაძლებლობის მიღებისათვის, საჭიროა პოლონეთის საკონსულოს წარუდგინოთ აუცილებელი დოკუმენტების სია, რომელიც ასე გამოიყურება:

ასევე გასათვალისწინებელია ის ასპექტიც, რომ კონკრეტული შემთხვევების მიხედვით შესაძლოა ინდივიდუალური განხილვის საფუძველზე დაგჭირდეთ დამატებითი საბუთების წარდგენაც განაცხადის გაკეთების პროცესში.

ჯამში სავიზო განაცხადის გაკეთება პოლონეთის ვიზის მისაღებად 60 ევრო დაგიჯდებათ, რომლის გადახდაც ადგილზეა საჭირო. ყველაფრის წესების დაცვით შესრულების შემთხვევაში, მოხდება თქვენი აპლიკაციის ჩაწერა პოლონეთის საკონსულოში ელექტრონულად.

 საიტზე  ჩაწერის შესაძლებლობა გეძლევათ ყოველი თვის 10, 20 და 30 რიცხვებში. შესაბამისად, თუკი წარმატებით გაივლით ამ ნაბიჯსაც, 1-2 კვირის პერიოდში შეგატყობინებენ საბუთების ჩაბარების თარიღს, რის შემდეგაც საბუთების შეტანის შემდეგ უკვე 1 კვირაში მიიღებთ ვიზის განაცხადზე დადებით ან უარყოფით პასუხს.

სავიზო განაცხადის სწორად გაკეთების შემთხვევაში დიდი შანსი გაქვთ დადებითი პასუხის მიღების. უარი ხშირ შეთხვევაში მხოლოდ იმათ მოსდით, ვისაც უფიქსირდება სამართალდარღვევა საზღვარგარეთ.

განსაკუთრებით მარტივად მიიღებთ პოლონეთის ვიზას, თუკი სამუშაო მიწვევა სრული წესების დაცვით გაქვთ მიღებული.

Avia.ge ამ ეტაპზე სავიზო მომსახურებას არ გთავაზობთ.

 

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები ალიკანტეს მიმართულებით
შემდეგი სტატიაავიაბილეთები ნანტის მიმართულებით
4.5 13 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
7 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments
Guest
ნათია
2 years ago

გამარჯობათ გთხოვთ შემეხმიანოთ სასწრაფოდ ძალიან მეჩქარება ვიზის მიღება მაქვს სამსახურის მოწვევა დაზღვევა და საცხოვრებელი სახლის მისამართი ბავშვების სკოლის დამადასტურებელი საბუთი 3 წელი იქ ვცხოვრობთ და ველოდებით კარტაპოპიტოს უბრალოდ სამსახურის გამო მეჩქარება გადასვლა და მესაჭიროება ვიზა გთხოვთ შემეხმიანოთ