2024 წელს ქუთაისის აეროპორტი 2 მილიონამდე მგზავრის მიღებას პროგნოზირებს. როგორც აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ირაკლი ქარქაშაძე სოციალურ ქსელში წერს, წელს უნდა აშენდეს თელავის ახალი აეროპორტი. ამასთან, უნდა დაიწყოს თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა.

„ევროპაში, აქვთ ტრადიცია, წინასწარ ჩაიფიქრონ ან დაწერონ რისი მიღწევაც სურთ. მეც გადავწყვიტე წინასწარ გავწერო 2024 წლის ბოლომდე თუ რა უნდა გაკეთდეს.

გასული წელი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის ისტორიული წელი აღმოჩნდა. მხოლოდ ქუთაისის აეროპორტმა 1 700 000 მგზავრს უმასპინძლა. შესაბამისად 2024-ში 2 მილიონამდე უნდა ავიდეთ. წელს, ასევე უნდა ავაშენოთ თელავის ახალი აეროპორტი.

საქართველო უნდა გახდეს რეგიონის საავიაციო ჰაბი!“, – წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ქარქაშაძე.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს, ქუთაისის აეროპორტში უკვე განხორცილედა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის შედეგადაც, აეროპორტს დამატებით 500 ავტომანქანაზე გათვლისი საპარკინგე ზონა შეემატა. ამასთან, დაპროექტდა და მოეწყო საავტომობილო გზები, საპარკინგე სისტემა და საფეხმავლო ბილიკები. თვის ბოლომდე კი სრულად მოეწყობა ტერიტორიის განათების სისტემა.

ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
ალმათი25 ნოემბერი 202629 ნოემბერი 2026FlyArystanავიაბილეთები 629 -დან
ათენი14 დეკემბერი 202618 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 230 -დან
ბარსელონა3 თებერვალი 202710 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 384 -დან
ბერლინი18 თებერვალი 202725 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 378 -დან
ბრიუსელი21 თებერვალი 202728 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 298 -დან
ბრატისლავა13 მაისი 202720 მაისი 2027Wizz Airავიაბილეთები 284 -დან
ბუდაპეშტი30 იანვარი 20272 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 283 -დან
დორტმუნდი23 იანვარი 202730 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 322 -დან
მემინგენი18 იანვარი 202725 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 315 -დან
ფრანკფურტი10 ნოემბერი 202617 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 548 -დან

 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2023 წელს 3 694 205 მგზავრს მოემსახურა . ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი კი 621 610 მგზავრს. აღნიშნული მაჩვენებლები კი 2022 წელთან შედარებით კარგი შედეგია.

შეიძინე ავიაბილეთები საუკეთესო ფასად Avia.ge -ზე და იმოგზაურე ყველაზე იაფად. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიქუთაისის აეროპორტში ახალი ავტოსადგომი მოეწყო
შემდეგი სტატიამხოლოდ დღეს, დაჯავშნე ფრენა 20%-იანი ფასდაკლებით Wizz Air -ზე
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted