ისარგებლეთ Pegasus -ის შეთავაზებით ბარგზე, მხოლოდ დამაკავშირებელი (არაპირდაპირი) ფრენებისთვის, რომელიც ხელმისაწვდომია 100 000 ადგილისთვის! აქცია მოქმედებს შეზღუდული დროით და ბარგის შეძენა 4-დან 9 სექტემბრამდე უნდა მოხდეს, ხოლო მოგზაურობა კი 2024 წლის 20 სექტემბრიდან 2024 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით უნდა განხორციელდეს.

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ბარგის ისეთი ვარიანტები, როგორიცაა:

  • სალონის ბარგი – 8 კგ მხოლოდ 10 დოლარად;
  • ჩასაბარებელი ბარგი – 10 კგ მხოლოდ 10 დოლარად;
  • Saver Package – 8 კგ სალონის ბარგი + 20 კგ ჩასაბარებელი ბარგი მხოლოდ 20 დოლარად.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ ავიაკომპანიამ უფასო ხელბარგის წონა 3 კგ-მდე შეამცირა. ხელბარგის ზომა, რომელიც მგზავრის წინა სავარძლის ქვეშ უნდა მოთავსდეს, არ უნდა აღემატებოდეს 30x40x15 სმ-ს. ახალი წესები 2024 წლის 14 თებერვლის შემდეგ დაჯავშნილ ბილეთებზე ვრცელდება.

 

აღნიშნული შეთავაზება, ქართველ მოგზაურებს საშუალებას მისცემს შეიძინონ ბარგი უფრო დაბალ ფასად და იმოგზაურონ ავიაკომპანიის მიერ შემოთავაზებულ უამრავ მიმართულებაზე, რომელსაც პეგასუსი თურქეთის გავლით ახორციელებს.

ავიაკომპანია პეგასუსი საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან გვთავაზობს ფრენებს. თბილისის აეროპორტი -დან რეისებს სტამბოლის, ანკარას და ანტალიის მიმართულებით ასრულებს, ხოლო ქუთაისის და ბათუმის აეროპორტი -დან კი მხოლოდ სტამბოლის საჰაერო ხაზზე დაფრინავს.

შეიძინე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიმოგზაურთათვის EES და ETIAS სისტემები მალე ამოქმედდება
შემდეგი სტატიაერევანი სოფია იაფი ავიაბილეთები 125 ლარიდან
5 1 vote
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments