პანდემიის გამო საქართველოსა და თურქეთს შორის საჰაერო მიმოსვლა შეწყდა და ფრენები ქვეყნებს შორის ჯერ კიდევ არ აღდგენილა. თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, Pegasus Airlines-ი თბილისსა და სტამბოლს შორის ჩარტერულ ავიარეისებს განახორციელებს.

ჩარტერული ავიარეისები სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე 16 და 23 აგვისტოს შესრულდება. ავიარეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტში შესრულდება. აღსანიშნავია, რომ ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც თბილისი-სტამბოლის მიმართულებით, ასევე სტამბოლში ტრანზიტით თურქეთის და ევროპის ქალაქებში.

თბილისი სტამბოლი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
29 მაისი 202429 მაისი 2024Pegasus Airlinesავიაბილეთები 375 -დან
4 ივნისი 202419 ივნისი 2024AJetავიაბილეთები 440 -დან
1 ივლისი 202415 ივლისი 2024Pegasus Airlinesავიაბილეთები 360 -დან

სტამბოლი თბილისი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
21 მაისი 202427 მაისი 2024Pegasus Airlinesავიაბილეთები 365 -დან
6 ივნისი 202429 ივნისი 2024Pegasus Airlinesავიაბილეთები 409 -დან
25 ივლისი 202431 ივლისი 2024Pegasus Airlinesავიაბილეთები 431 -დან

რაც შეეხება საზღვრის კვეთის პირობებს, თურქეთში გამგზავრებას შეძლებენ მხოლოდ ის პირები, რომლებსაც თურქეთის სამუშაო მოწვევა აქვთ.

ევროპაში გამგზავრების მსურველთათვის კი, Pegasus-ის ჩარტერული რეისებით სარგებლობა შესაძლებელია ტურისტული მიზნით გერმანიის რამდენიმე ქალაქში, თუ სტამბოლს ტრანზიტად გამოიყენებთ. ეს ქალაქებია: ბერლინი, დუსელდორფი, მიუნხენი, შტუტგარდი, კიოლნი, ფრანკფურტი და ჰამბურგი.
ავიაბილეთები უკვე გაყიდვაშია და შესაძენად avia.ge– ის ვებგვერდი ან აპლიკაცია შეგიძლიათ გამოიყენოთ.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიაგვისტოს თვის ავიარეისების განრიგი
შემდეგი სტატიაათენის და ვარშავის მიმართულებით ჩარტერული რეისები დაინიშნა
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments