ქართულიმა ავიაკომპანია Georgian Wings -მა, თბილისი პრაღა პრაღა თბილისი -ს მიმართულებით პირველი საინაუგურაციო ფრენა განახორციელა. ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან პრაღის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს, 148 მგზავრზე გათვლილი Boeing 737-ით შემოგვთავაზებს.

საინაუგურაციო ფრენის ღონისძიებას თბილისის აეროპორტში ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – პეტრ კუბერნატიც ესწრებოდა. ელჩმა ჩეხეთსა და საქართველოს შორის არსებულ ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა და მგზავრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია მაისის თვის განმავლობაში მგზავრებს ავიაბილეთებზე სპეციალურ ფასს სთავაზობს.

თბილისი პრაღა

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
25 მაისი 202428 მაისი 2024Georgian Wingsავიაბილეთები 1 107 -დან
1 ივნისი 202415 ივნისი 2024Georgian Wingsავიაბილეთები 1 101 -დან
2 ივლისი 20249 ივლისი 2024Georgian Wingsავიაბილეთები 1 122 -დან

შეგახსენებთ, რომ Georgian Wings -ი უკვე 7 საერთაშორისო მიმართულებით ახორციელებს ავიამიმოსვლას.

„Georgian Wings-ი დღეს ასრულებს პირველ რეგულარულ რეისს tbilisi praga praga tbilisi -ს მიმართულებით. აღნიშნული ავიამიმოსვლის დანიშვნა განპირობებულია ბაზარზე არსებული მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე. პრაღა საქართველოში ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა. არსებული ფრენები მგზავრებს საშუალებას მისცემს დაგეგმონ მოგზაურობა პირდაპირი ავიარეისებით“ – განაცხადა ავიაკომპანიის პრეზიდენტმა შალვა კიკნაძემ.

georgian wings

მგზავრებს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩეხეთის რესპუბლიკაში თეა მაისურაძემ მიმართა – ,,ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან სასიხარულოა, რომ განახლდა პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და ჩეხეთის დედაქალაქებს შორის. დაახლოვებით ხუთ წლიანი შუალედის შემდეგ, ავიაკომპანია Georgian Wings -მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაიწყოსოპერირება აღნიშნული მიმართულებით, რაც თავისთავად ძალიან კარგია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით. აღნიშნული ხელს შეუწყობს ტურიზმს, ეკონომიკურ ურთიერთობებს, ინვესტიციებს და მოსახლეობას შორის კიდევ უფრო დაახლოვებას.

მე, როგორც საქართველოს ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში, ძალიან მოხარული ვარ ამ ფაქტით. პოლიტიკურ განზომილებაშიც ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ჩეხეთი ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და ამასთან, იგი ყოველთვის იყო და არის საქართველოს აქტიური მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

მადლობა კიდევ ერთხელ ჯეორჯიან ვინგს, რომ სწორედ ჩეხეთი განსაზღვრა ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად. საკმაოდ აქტიური ეკონომიკური ურთიერთობები და დიდი პოტენციალი აქვს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებას. ჩეხეთი, ასევე ერთ-ერთი მთავარი ინვესტორია საქართველოში და ვფიქრობ, რომ ამ ფრენების აღდგენა თბილისსა და პრაღას შორის კიდევ უფრო გააძლიერებს და ხელს შეუწყობს ურთიერთობებს.“

დაჯავშნე პრაღის ავიაბილეთები ყველაზე იაფად. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.  

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიქვიზი: გამოიცანი ქვეყანა ფილმიდან კადრის მიხედვით
შემდეგი სტატიაპრაღაში პირდაპირი რეგულარული ფრენები კიდევ ერთმა ავიაკომპანიამ დაიწყო
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments