2024 წლის იანვარ-მაისში, საქართველოს აეროპორტებმა პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით, მგზავრთნაკადის 31,48%-იანი ზრდა აჩვენეს. აღნიშნულ პერიოდში, აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 2 517 829 მგზავრს მოემსახურა.

სტატისტიკის მიხედვით, ბოლო წლებში საქართველოს აეროპორტებში გადაყვანილი მგზავრთნაკადის რაოდენობა ასე გამოიყურება :

  • 2019 წლის იანვარი-მაისი – 1 914 974 მგზავრი.
  • 2022 წლის იანვარი-მაისი – 1 327 719 მგზავრი.
  • 2023 წლის იანვარი-მაისი – 1 928 077 მგზავრი.
  • 2024 წლის იანვარი-მაისი – 2 517 829 მგზავრი.

2024 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 669 628 მგზავრს მოემსახურა, რაც 34%-ით მეტია, ვიდრე 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში აეროპორტის მიერ გატარებული მგზავრების რაოდენობა.

2023 წლის იანვარ-მაისში თბილისის აეროპორტი 1 245 990 მგზავრს მოემსახურა, 2022 წლის იანვარ-მაისში 916 016 მგზავრს, ხოლო 2019 ანალოგიურ პერიოდში კი 1 485 118 მგზავრს.

აღნიშნულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, კარგად ჩანს, რომ 2024 წლის ხუთ თვის 2019 წლის ხუთ თვესთან შედარებით მგზავრთნაკადის 12,42%-იანი ზრდაა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 82,27%-იანი ზრდა.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი8 ოქტომბერი 202522 ოქტომბერი 2025Red Wingsავიაბილეთები 413 -დან
ალმაატა13 სექტემბერი 20254 ოქტომბერი 2025Air Astanaავიაბილეთები 967 -დან
ამსტერდამი17 სექტემბერი 20254 ოქტომბერი 2025Transaviaავიაბილეთები 975 -დან
ათენი24 ივნისი 20255 ივლისი 2025Sky Expressავიაბილეთები 493 -დან
აბუ დაბი1 ივლისი 20258 ივლისი 2025Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 810 -დან

 

რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -ს მიერ აეროპორტში გატარებულ მგზავრთა რადენობას, 2024 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით, მგზავრთნაკადი 107,94%-იან ზრდას აჩვენებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მაისში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადი 19,52%-ით გაიზარდა, ხოლო 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 138,01%-ით.

2019 წლის პირველ 5 თვეში ქუთაისის აეროპორტი 288 626 მგზავრს მოემსახურა, 2022 წლის იანვარ-მაისში – 252 160 მგზავრს, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში – 502 158 მგზავრს, ხოლო 2024 წელს კი – 600 166 მგზავრს.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა4 ნოემბერი 202511 ნოემბერი 2025FlyArystanავიაბილეთები 582 -დან
ათენი25 ივნისი 202530 ივნისი 2025Wizz Airავიაბილეთები 309 -დან
აბუ დაბი30 აგვისტო 20253 სექტემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 254 -დან
ბარსელონა20 მარტი 202623 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 799 -დან
ბერლინი30 ოქტომბერი 20256 ნოემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 688 -დან

 

მიმდინარე წლის იანვარ-მაისში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 234 989 მგზავრს მოემსახურა, რაც 40,46%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 53,86%-ით მეტი, ვიდრე 2022 წლის ანალოგიური პერიოდი. 2019 წლის იანვარ-მაისთან შედარებით კი მგზავრთნაკადი 72,88%-ითაა გაზრდილი.

სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში, ბათუმის აეროპორტი 167 294 მგზავრს მოემსახურა, 2022 წლის იანვარ-მაისში 152 733 მგზავრს, ხოლო 2019 წლის იანვარ-მაისში კი 135 926 მგზავრს.

პირდაპირი ფრენები ბათუმიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი25 ივნისი 202527 ივნისი 2025Red Wingsავიაბილეთები 436 -დან
ალმაატა1 აგვისტო 202526 აგვისტო 2025Air Astanaავიაბილეთები 1 412 -დან
ბაქო15 სექტემბერი 202526 სექტემბერი 2025აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 475 -დან
დუბაი26 ივნისი 202529 ივნისი 2025Flydubaiავიაბილეთები 1 531 -დან
ნიჟნი ნოვგოროდი29 ივნისი 20259 ივლისი 2025Red Wingsავიაბილეთები 1 068 -დან

 

რა მიმართულებით სრულდება პირდაპირი ფრენები საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან?

პირდაპირი ფრენები საქართველოდან ევროპის, აზიის, ახლო არმოსავლეთისა და დსთ-ს უამრავი მიმართულებით სრულდება. ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებში არაერთი ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც ახორციელებენ მრავალფეროვან საერთაშორისო და რეგიონულ რეისებს და აკავშირებს საქართველოს მსოფლიოს მრავალ წერტილთან.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან სრულდება ისეთი მოთხოვანდი მიმართულებებით, როგორიცაა: ვენა , ბერლინი, ამსტერდამი, ვარშავა, პარიზი, მიუნხენი, ათენი, დუბაი, პეკინი, ბაქო და სხვ.

ქუთაისიდან პირდაპირი ავიამიმოსვლა ბერლინის , მილანის, პრაღის, ვენის, აბუ-დაბის და სხვა უამრავი მიმართულებით სრულდება, ხოლო ბათუმიდან ფრენები კი სტამბოლის , თელ–ავივის, ასტანას, დუბაის და კიდევ რამდენიმე საჰაერო ხაზზე ხორციელდება.

შეიძინე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიAJet თბილისის აეროპორტში რეგულარული რეისების სიხშირეს ზრდის
შემდეგი სტატიაWizz Air ივლისის ავიაბილეთებს 99 ლარიდან გვთავაზობს
5 1 vote
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments