ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი მიმდინარე წლის ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 415 %–ით გაიზარდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ოქტომბრის თვეში კოპიტნარის აეროპორტით 164,176 მგზავრმა ისარგებლა. (2022 წლის ოქტომბერშიი – 31,898 მგზავრმა).

მგზავრთნაკადის გარდა, მნიშვნელოვნად გაიზარდა აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების რაოდენობაც და 325 %-ს მიაღწია. აეროპორტი ოქტომბერში 472 რეისს მოემსახურა. (2022 წლის ოქტომბერში კი – 111 რეისს).

რაც შეეხება 2023 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებს, ამ პერიოდში ქუთაისის აეროპორტი მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა. 10 თვის ჭრილში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმი 1,380,548 მგზავრს მოემსახურა. რაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 107 %-ით აღემატება.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
ალმათი16 დეკემბერი 202620 დეკემბერი 2026FlyArystanავიაბილეთები 676 -დან
ათენი15 თებერვალი 202728 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 228 -დან
ბარსელონა5 თებერვალი 20278 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 339 -დან
ბერლინი18 თებერვალი 202723 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 324 -დან
ბრიუსელი21 თებერვალი 202728 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 307 -დან
ბრატისლავა19 დეკემბერი 20269 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 268 -დან
ბუდაპეშტი21 აპრილი 202724 აპრილი 2027Wizz Airავიაბილეთები 297 -დან
დორტმუნდი9 თებერვალი 202713 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 290 -დან
მემინგენი3 თებერვალი 202710 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 341 -დან
ფრანკფურტი24 ნოემბერი 202628 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 481 -დან

 

ისტორიულია 10 თვეში განხორციელებული რეისების რაოდენობაც. დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი იანვარ-ოქტომბერში 4,087რეისს მოემსახურა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55 %-ით მეტია.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის დეკემბრიდან ქუთაისის აეროპორტს wizz air ge -ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დღეისათვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია, 18 ქვეყნის 35 მიმართულებით ოპერირებს.

დაჯავშნე ავიაბილეთები ყველაზე იაფად და დაგეგმე ფრენა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველაზე ბიუჯეტურ ფასად. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიროგორ გაიზარდა თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში მგზავრთნაკადი ოქტომბრის თვეში?
შემდეგი სტატიაყველაზე უსაფრთხო ევროპული ქვეყნები სოლო მოგზაურებისთვის
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted