როგორც ცნობილი გახდა, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები Wizz Air-ი და Ryanair-ი საქართველოს ავიაციის ბაზარზე ბრუნდებიან. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ავიაკომპანია Wizz Air-ი ფრენებს სექტემბრიდან, ხოლო Ryanair-ი ოქტომბრის ბოლოდან ან ნოემბრის დასაწყისიდან აღადგენს ფრენებს საქართველოს მიმართულებით.
დღეს, ასევე, ცნობილი გახდა ერთ-ერთი მიმართულება, რომელზეც ავიაკომპანია Wizz Air-ი განაახლებს ოპერირებას. 1 ოქტომბრიდან რიგა-ქუთაისის საჰაერო ხაზზე აღდგება ავიამიმოსვლა. Wizz Air-ი რიგა-ქუთაისის ავიარეისს კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს.
აღსანიშნავია, რომ Wizz Air-ის დაბრუნებასთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიც განაახლებს ფუნქციონირებას, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ავიარეისებისთვის დახურული იყო.
ჯერჯერობით უცნობია სხვა მიმართულებები, რომლებსაც Wizz Air-ი და Ryanair-ი აღადგენენ. თუმცა, ავიაკომპანიებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ეტაპობრივად გახდება ცნობილი თუ რომელი ქვეყნებიდან შეასრულებენ ფრენებს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები.
ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერი ✈️
ქუთაისი რიგა
გამგზავრება | დაბრუნება | გაჩერება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
2 ივლისი 2025 | 2 ივლისი 2025 | 2 Გაჩერება | ![]() | ავიაბილეთები 2 271 -დან |
რიგა ქუთაისი
გამგზავრება | დაბრუნება | გაჩერება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
21 ივნისი 2025 | 26 ივნისი 2025 | 1 Გაჩერება | ![]() | ავიაბილეთები 2 664 -დან |
31 ივლისი 2025 | 9 აგვისტო 2025 | 2 Გაჩერება | ![]() | ავიაბილეთები 1 439 -დან |
16 აგვისტო 2025 | 19 აგვისტო 2025 | 2 Გაჩერება | ![]() | ავიაბილეთები 1 170 -დან |
12 სექტემბერი 2025 | 24 სექტემბერი 2025 | 2 Გაჩერება | ![]() | ავიაბილეთები 1 102 -დან |
წარმატებები!!!!!!!მოწმენდილ ცაზე გეფრინოთ მუდამ!!!!!ძალიან გაგვახარეთ!!!