2023 წელს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით გაორმაგებულია. საქსტატის მონაცემებით, აღნიშნულ პეიოდში საქართველოდან გადაყვანილია 358.5 ათასი მგზავრი. მგზავრთბრუნვის მოცულობამ 875.3 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა. შესაბამისად, გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2-ჯერ, მგზავრთბრუნვის მოცულობა კი 2.1-ჯერ აღემატება გასული 2022 წლის მაჩვენებელს.

გასულ წელს, თბილისის , ქუთაისის და ბათუმის აეროპორტები 6005.7 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 34.8%-ით აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს – აეროპორტებმა მიიღო 2 987.4 ათასი მგზავრი, ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 3 018.3 ათასი მგზავრი.

2023 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 96.2% რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა. საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 25.5 ათასი ერთეული შეადგინა, რაც 28.6 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა18 ნოემბერი 202522 ნოემბერი 2025FlyArystanავიაბილეთები 406 -დან
ათენი5 ნოემბერი 202512 ნოემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 220 -დან
ბარსელონა21 ნოემბერი 202524 ნოემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 447 -დან
ბერლინი7 დეკემბერი 202514 დეკემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 394 -დან
ბრიუსელი7 დეკემბერი 202514 დეკემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 409 -დან

 

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 24 სექტემბერს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა, არსებობის მანძილზე, წლის ჭრილში, მემილიონე მგზავრს პირველად უმასპინძლა.

აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს მიმართ ცნობადობის ზრდაზე და ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაზე. ასევე საქართველოს მოქალაქეების მხრიდან დიდ სურვილს, მოინახულონ სხვადასხვა ახალი მიმართულებება და გაეცნონ ევროპისა თუ აზიის კულტურასა და ტრადიციებს. რაც უფრო აღრმავებს კავშირებს დანარჩენ მსოფლიოსთან.

შეიძინეთ ავიაბილეთები საუკეთესო ფასად Avia.ge -ს დახმარებით.  დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც. 

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიბათუმის აეროპორტს ელ-ქუვეითის მიმართულება დააემატება
შემდეგი სტატიაWizz Air -ი საქართველოში ავიარეისებს ამცირებს
5 1 vote
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments