საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავტოსადგომის მოწყობის მიზნით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს ჯიარჯისთან ხელშეკრულება გააფორმა.

არსებული კონცეპტუალური დიზაინ-პროექტის მიხედვით, ქუთაისის აეროპორტის ტერიტორიაზე 20 000 მ2 -ზე დაპროექტდება და მოეწყობა ახალი პარკინგი. რაც მოიცავს პარკინგების, საავტომობილო გზების და საფეხმავლო ბილიკების დაპროექტება მოწყობას, ელექტრო სანათი ბოძების მონტაჟს, სანიაღვრეკანალიზაციის დაპროექტება მშენებლობას, საჭირო ელექტრო ქსელის დაპროექტება მშენებლობას და დეკორატიული ღობის მოწყობას.

,,ავტოსადგომის გაფართოების მიზნით, რითაც გაგრძელდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ლანდშაპტის მოწყობა, უკვე არსებული 140 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი 600 მდე გაიზრდება.

გვსურს, რომ მგზავრებს რეაბილიტაციის პერიოდში შექმნილი დისკომფორტისთვის წინასწარ მოვუხადოთ ბოდიში. გაფართოების დასრულების შემდეგ ქუთაისის აეროპორტს თანამედროვე ავტოსადომი ექნება, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს,-” ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც უკვე ითქვა, პროექტი 600-მდე ავტომობილზეა გათვლილი და ინვესტიცია 3.5 მლნ ლარს გულისხმობს, რასაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სრულად თავისი შემოსავლებიდან ფარავს. ავტოსადგომის მოწყობა აგვისტოს ბოლოს დასრულდება.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
ალმათი19 აპრილი 202729 აპრილი 2027FlyArystanავიაბილეთები 655 -დან
ათენი29 იანვარი 202731 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 184 -დან
ბარსელონა18 იანვარი 202725 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 364 -დან
ბერლინი16 თებერვალი 202720 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 313 -დან
ბრიუსელი11 თებერვალი 202718 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 292 -დან
ბრატისლავა4 თებერვალი 202711 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 272 -დან
ბუდაპეშტი14 იანვარი 202721 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 261 -დან
დორტმუნდი11 თებერვალი 202718 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 310 -დან
მემინგენი27 იანვარი 20273 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 312 -დან
ფრანკფურტი22 დეკემბერი 20262 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 461 -დან
ჰამბურგი30 მარტი 20276 აპრილი 2027Wizz Airავიაბილეთები 409 -დან
სტამბოლი10 აპრილი 202714 აპრილი 2027Pegasus Airlinesავიაბილეთები 276 -დან
კატოვიცა8 დეკემბერი 202611 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 249 -დან
ლარნაკა10 თებერვალი 202717 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 133 -დან
მადრიდი2 თებერვალი 20276 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 405 -დან

ქუთაისის აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული ფრენები სრულდება 17 ქვეყნის 28 მიმართულებით, ნებისმიერი ამინდის და ხილვადობის პირობებში, დღის ნებისმიერ მონაკვეთში. მიმართულებები კო მოიცავს ისეტ პოპულარულ მარშრუტებს, როგორიცაა: პარიზი, რომი, პრაღა, ლარნაკა, მილანი, სალონიკი, ვილნიუსი, ლონდონი, ვარშავა, ბუდაპეშტი, დორტმუნდი, ბუქარესტი, ბარსელონა და სხვ. ჩამონათვალი კი მუდმივად განახლებადი და მზარდია.

დაჯავშნე იაფი ავიაბილეთები ჩვენთან, დაგვირეკე:  551 907 907  

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიAir Astana-მ ბათუმიდან ალმაათში სეზონური ფრენები დაიწყო
შემდეგი სტატიამსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიიდან 3 საქართველოს მიმართულებით დაფრინავს
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted