საქართველოს ბაზარზე ფრენებს ნიდერლანდების სამეფოს ბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia იწყებს, რომელიც რეისებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -ს მიმართულებით განახორციელებს.
2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, ტრანსავია ოპერირებას ამსტერდამი თბილისი თბილისი ამსტერდამი -ს მიმართულებით შემოგვთავაზებს.
ავიარეისები 20 აპრილიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს განხორციელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს ავრცელებს.
თბილისი ამსტერდამი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
22 იანვარი 2025 | 29 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 905 -დან | |
5 თებერვალი 2025 | 9 თებერვალი 2025 | ავიაბილეთები 749 -დან | |
12 მარტი 2025 | 19 მარტი 2025 | ავიაბილეთები 534 -დან | |
9 აპრილი 2025 | 16 აპრილი 2025 | ავიაბილეთები 692 -დან |
Transavia ნიდერლანდების სამეფოს სიდიდით მეორე და ნომერ პირველი ბიუჯეტური ავიაგადამზიდავია. AIR FRANCE KLM ჯგუფის წევრი ავიაკომპანია, 50 წელია, რაც ოპერირებს და ნიდერლანდებიდან 20-ზე მეტი ქვეყნის, 100-ზე მეტი შიდა თუ საერთაშორისო მიმართულებით დაფრინავს. ყოველწლიურად კი 9 მილიონი მგზავრი გადაჰყავს. ავიაკომპანიას 7 ბაზა აქვს და მისი ხომალდები ნიდერლანდების სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის აეროპორტებშია ბაზირებული.