თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახალი ჩარტერული რეისები შესრულდება. ავიაკომპანია SCAT Airlines-ი აქტაუ-თბილისი-აქტაუს საჰაერო ხაზზე 24 სექტემბერს ჩარტერულ რეისს განახორციელებს. მგზავრების ტრანსპორტირება მხოლოდ თბილისიდან აქტაუს მიმართულებით მოხდება. გაფრენის დრო 23:30 საათია, ხოლო ჩაფრენის 02:00 საათი აქტაუს დროით.

აღნიშნული რეისით სარგებლობა შესაძლებელია ტრანზიტული მიზნით ყაზახეთის სხვა ქალაქებში მოსახვედრად. ეს ქალაქებია: ნურ-სულთანი (ასტანა), ალმაატი, ატირაუ, აქტობე, შიმკენტი, ურალსკი.

სექტემბრის თვეში კიდევ ერთი ჩარტერული რეისი განხორციელდება ვარშავის მიმართულებით. ავიაკომპანია LOT-ი თბილისიდან ვარშავის მიმართულებით 30 სექტემბერს განახორციელებს ფრენას.

Myway Airlines-ი კი ჩარტერულ რეისს გვთავაზობს სტამბოლის მიმართულებით. 16 სექტემბერს ავიაკომპანია თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით მოემსახურება მგზავრებს. აღნიშნულ რეისზე გაფრენის დრო თბილისის აეროპორტიდან 01:25 საათია, სტამბოლის აეროპორტში ჩაფრენის დრო კი 02:55.

ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერი ✈️

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაში3 ახალი ჩარტერული რეისი თბილისიდან
შემდეგი სტატიაAnadolujet-ის იაფი ავიაბილეთები ევროპის მიმართულებით
4.3 4 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments