ავიაკომპანია Sky Express თბილისი ათენი ათენი თბილისი -ს მიმართულებით იწყებს ფრენებს. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, ბერძნული ავიაკომპანია სქაი ექსპრესი 2024 წლის 6 ნოემბრიდან ათენიდან თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში Sky Express -ის ავიარეისები კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება. ავიაკომპანია ზამთრის სანავიგაციო სეზონზე Airbus 320 Neo ტიპის საჰაერო ხომალდით იფრენს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მიმართულებაზე პირდაპირ ფრენებს ასევე ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines -ი ასრულებს.

 

Sky Express არის ბერძნული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია, რომელიც 2005 წელს დაარსდა და სათაო ოფისი ჰერაკლიონში აქვს. ავიაკომპანია ახორციელებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ფრენებს და აკავშირებს საბერძნეთის სხვადასხვა კუნძულებსა და ქალაქებს ევროპის მთავარ მიმართულებებთან.

ავიაკომპანია ცნობილია თავისი თანამედროვე ფლოტით, რომელიც ძირითადად შედგება Airbus A320neo და ATR თვითმფრინავებისგან და მგზავრებს კომფორტულ მოგზაურობის გამოცდილებას სთავაზობს.

დაჯავშნე ფრენები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშირამდენად კარგად იცნობ ესპანეთს ?
შემდეგი სტატიაSky Express ავიაკომპანია სქაი ექსპრესი
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments