ავიაკომპანია Qatar Airways  ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან მომავალი წლიდან განახორციელებს ფრენებს. ამის შესახებ, კატარში საქართველოს ელჩი, ნიკოლოზ რევაზიშვილი ავრცელებს ინფორმაციას.

Qatar Airways

საქართველო ერთ-ერთი ტურისტულად მოთხოვნადი ქვეყანაა კატარის მოქალაქეებისთვის, ეს განპირობებულია იმით რომ ამ ორ სახელმწიფოს შორის უვიზო რეჟიმი და პირდაპირი საჰაერო მიმოსვლაა.

“პირველი ივნისიდან Qatar Airways-მა თბილისის მიმართულებით კიდევ ერთი რეისი დაამატა. საუბარი არის რომ დოჰა – ბათუმის მიმართულებითაც დაინიშნოს რეისები, თუმცა მოგეხსენებათ, კატარში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება და ავიაკომპანიის ძალისხმევა ამ სეზონზე მიმართულია იმ ქვეყნებზე, რომლებიც ფინალში გავიდნენ და კატარს ესტუმრებიან. მომავალი წლიდან კი შესაძლებელი იქნება დოჰას მიმართულებით ბათუმიდან დაინიშნოს ფრენები” – განაცხადა ნიკოლოზ რევაზიშვილმა.

Qatar Airways კატარის სახელმწიფოს ოფიციალური ავიაკომპანიაა, ის დაარსდა 1993 წლის 22 ნოემბერს. სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ დოჰაში. ფრენების განხორციელება 1994 წლის იანვრიდან დაიწყო და დღესდღეობით 5 კონტინენტს ემსახურება. ის 150-მდე მიმართულებით ასრულებს რეისებს აუხლესი მოდელის თვითმფრინავებით.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშითბილისის აეროპორტიდან კიდევ ერთი მიმართულება აღდგა
შემდეგი სტატია10 რამ, რაც რომში მოგზაურობისას უნდა გააკეთოთ
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments