თურქეთი , სადაც ორი კონტინენტი ხვდება ერთმანეთს, უამრავი ლამაზი და შთამბეჭდავი ქალაქის მქონე ქვეყანაა, რომელიც მდიდარია განსხვავებული და ორიგინალური სანახაობრივი ადგილებით, იქნება ეს განსაცვიფრებელი პლაჟები და ყურეები, თუ უძველესი ისტორიული ადგილები და საოცარი მეჩეთები.
თურქეთში გელოდებათ გემრიელი სამზარეულო და სტუმართმოყვარე მოსახლეობა. ქვეყნის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა და თავბრუდამხვევი გამოცდილება, სადაც შეგიძლიათ იგრძნოთ ძველი და თანამედროვე კულტურის ნაზავი, აუცილებლად დიდხანს დარჩება თქვენ მეხსიერებაში.
დაგეგმეთ თქვენი მოგზაურობა ამ ულამაზეს სამოგზაურო დანიშნულების ადგილზე. აქ მოცემულია თურქეთის საუკეთესო ქალაქების სია, რომლებსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ.
1. სტამბოლი
ეჭვგარეშეა, რომ სტამბოლი თურქეთში ყველაზე ცნობილი მიმართულებაა, რომელიც ასევე ქვეყნის ყველაზე დატვირთული და უდიდესი ქალაქია. პირველ რიგში, ეს არის მსოფლიოში ერთადერთი დიდი ქალაქი, რომელიც გადაჭიმულია ორ კონტინენტზე, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი ნახევარი ევროპაშია, მეორე ნახევარი კი აზიაში! როგორც კი გადაკვეთთ ბოსფორს, ფაქტიურად სრულიად სხვა კონტინენტზე ხართ და ეს ნამდვილად გასაოცარია, არა?
გარდა ამისა, არის სხვა უამრავი მიზეზი, როს გამოც სტამბოლში ვიზიტი ნამდვილად ღირს. ქალაქი სავსეა ისტორიით, ძველი და ახალი არქიტექტურის შესანიშნავი ნაზავით, უგემრიელესი სამზარეულოთი, სავაჭრო ცენტრებით, ღამის ცხოვრებით და სხვ.
2. ანკარა
ანკარა თურქეთის დედაქალაქია. მათთვის, ვისაც სურს განიცადოს ნამდვილი თურქული ცხოვრება და ნახოს თურქეთის ერთ-ერთი მთავარი ქალაქი, ანკარაში ვიზიტი აუცილებელია. აქ ნახავთ მთავარ სამთავრობო შენობებს, გაეცნობით ქალაქის და ქვეყნის ისტორიას და შეიგრძნობთ ნამდვილ თურქულ ტრადიციულ ატმოსფეროს.
ქალაქს ასევე აქვს ძალიან თანამედროვე და სახალისო ატმოსფერო, სადაც იპოვით შესანიშნავ რესტორნებსა და ისიამოვნებთ შესანიშნავი ღამის ცხოვრებით.
ანკარაში ყოფნისას, აუცილებლად ეწვიეთ ანიტკაბირს. ეს არის თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლისა და ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ათათურქის მავზოლეუმი, რომელიც უზარმაზარია, და დარწმუნდით, რომ საკმარის დროს გამოყოფთ მისი განსაცვიფრებელი სილამაზის სანახავად. რაც შეეხება სხვა მოსანახულებელ ადგილებს, ესენია ანატოლიის ცივილიზაციების მუზეუმი, ანკარის ციხე და ულამაზესი კოკატეპეს მეჩეთი.
3. ანტალია
ანტალია თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ტურისტული ადგილია. ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ამ ქალაქს გააჩნია ერთ მხარეს მთები, ხოლო მეორე მხარეს შეუდარებელი ცისფერი ზღვა. მოგზაურთა უმეტესობა სწორედ აქ მიემგზავრება, თუ სურთ ისიამოვნონ პროვინციის ერთ-ერთ საუკეთესო სანაპირო კურორტებით, როგორიცაა კას, ლარას პლაჟი, ალანია, კემერი, სიდე და ა.შ. თუმცა, ანტალია თავისთავად ქალაქია, რომელიც სავსეა ისტორიით, სილამაზითა და თანამედროვე შენობებით.
ანტალიაში შესანიშნავი პლაჟებისა და პეიზაჟების გარდა, ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ ადრიანეს ციხესიმაგრის კარიბჭე, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ, ასევე ანტალიის ციხე და კურსუნლუს ჩანჩქერი.
ანტალია ასევე შესანიშნავი ადგილია ღამის ცხოვრების, შოპინგისა და კვებისათვის. თქვენ იპოვით რამდენიმე ფანტასტიკურ რესტორანს ქალაქის ირგვლივ, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ როგორც ტრადიციული, ისე საერთაშორისო კერძები.
4. ბოდრუმი
ბოდრუმი არის ფანტასტიკური ქალაქი, რომელიც უზრუნველყოფს საოცნებო დასვენებას და დროს ტარებას. მშვენიერი პლაჟებითა და თვალწარმტაცი პეიზაჟებით მდიდარ ქალაქში, ეგეოსის ხასიათი იგრძნობა, რომლეიც მის ტრადიციულ ქვითკირის სახლებზე, სასიამოვნო პატარა კაფეებსა და მოკირწყლულ ჩიხებში, კიდევ უფრო შესამჩნევია.
მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ისტორიული ადგილი, განსაცვიფრებელი ციხე-სიმაგრით, უძველესი ნანგრევებითა და თვალწარმტაცი ამფითეატრით, ბოდრუმის ელეგანტური ბარები, მოდური რესტორნები და ღამის კლუბები ცხადყობს, რომ აქ ყველა დამსვენებლისათვის შესანიშნავი გარემო და ატმოსფეროა.
5. კაბადოკია
კაბადოკია ზღაპრული და უნიკალური კლდოვანი წარმონაქმნების მიწაა. აქ რელიეფის ფორმები იმდენად უნიკალურია, რომ ძნელი დასაჯერებელია მათი არსებობა, სანამ საკუთარი თვალით არ ნახავთ!
კაბადოკია ცნობილია საჰაერო ბუშტებით, თუმცა აქ უფრო მეტია სანახავ, ვიდე მხოლოდ საჰაერო ბუშტით გასეირნება, რომელიც, უდაოდ ზღაპრულ შთაბეჭდილებას ქმნის. ის ასევე გვთავაზობს უნიკალურ პეიზაჟებს მომხიბლავ ისტორიასთან ერთად.
ყველაზე შთამბეჭდავი ტურისტული ღირსშესანიშნაობებია ბორცვებზე გამოკვეთილი კაპადოკიის სოფლები; ბიზანტიური ეპოქის კლდეში ნაკვეთი ეკლესიები კაშკაშა ფრესკებით და ლაბირინთული მიწისქვეშა ქალაქები, სადაც ადრეული ქრისტიანები ოდესღაც დამპყრობლებს ემალებოდნენ. ბუნების და ისტორიის მოყვარულთათვის აქ ბევრი რამაა სანახავი და გასაკეთებელი. კაპადოკიის ხეობები თურქეთის ერთ-ერთი მთავარი ადგილია ლაშქრობისა და ცხენოსნობისთვის.