ცოცხალი ღამის ცხოვრებით, ლამაზი პეიზაჟებითა და ლიბერალური ღირებულებებით, ჰოლანდია , რომელიც მდებარეობს ევროპის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ყოველთვის უსაფრთხო და სასიამოვნო დასვენების გარანტია. როგორც მსოფლიო ზესახელმწიფო მე-16 და მე-17 საუკუნეებში, მან წარმოშვა მრავალი სანახაობრივი ქალაქი, თუმცა დღესდღეობით ამსტერდამი მათ შორის ყველაზე გამორჩეულია. თუ ცოტა უფრო შგაცდებით ცენტრს, ნახავთ უამრავ სხვა მომხიბვლელ ადგილს და, შესაძლოა მიიღოთ, უფრო ავთენტური გამოცდილებაც.

ევროპის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ლანდშაფტი, რომელიც სრულყოფილი რელიეფია ველოსიპედისთვის და გაზაფხულზე კერძოდ, აპრილში და მაისში ტიტებით სავსე მინდვრებითა და ხატოვანი ქარის წისქვილებით, საუკეთესო რამაა რისი ნახვაც შეგიძლიათ ევროპაში. საუკეთესო ადგილი მათ სანახავად არის კეუკენჰოფი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც “ევროპის ბაღი”, რომელიც მდებარეობს ლისში.

დაგეგმეთ თქვენი მოგზაურობა ამ ულამაზეს ევროპულ სამოგზაურო დანიშნულების ადგილზე. აქ მოცემულია ნიდერლანდების საუკეთესო ქალაქების სია, რომლებსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ.

1. ამსტერდამი

amsterdam

ამსტერდამი მე-17 საუკუნის ულამაზესი არქიტექტურით და ულამაზესი მოკირწყლული ქუჩებით ნამდვილი ოცნებაა. თუ აქამდე არ ყოფილხართ, აუცილებლად ეწვიეთ ყველაზე მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობებს, როგორიცაა: რიკსმუზეუმი, ანა ფრანკის სახლი და ვან გოგის მუზეუმი.

ამის შემდეგ, დაუთმეთ დრო არხების გასწვრივ ხეტიალს და ერთ-ერთ შესანიშნავ კაფე-ბარში იქვენ მომზადებული ყავის ან ლუდის დაგემოვნებას.

2. როტერდამი

როტერდამი არის ადგილი, სადაც აუცილებლად უნდა წახვიდეთ თუ არქიტექტურის მოყვარული ხართ. ომისშემდგომი არქიტექტურა და მოდერნისტული ცათამბჯენები როტერდამს საინეტერსო მიმართულებად აქცევს დიზაინის მოყვარულთათვის. ეწვიეთ Cube Houses-ს, Nieuwe Luxor Theatre-ს და Van Nelle Factory-ს.

როტერდამი ასევე არის უდიდესი პორტი ევროპაში. როტერდამის საზღვაო წარსულის შესახებ მეტი შეგიძლიათ გაიგოთ საზღვაო მუზეუმში.

3. Ჰააგა

ჰოლანდიის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი, სადაც სამეფო ოჯახი ცხოვრობს, სავსეა დიდი, ლამაზი სასახლეებით, ლამაზი პარკებითა და ფოთლოვანი ქუჩებით.

ქალაქში ასევე უამრავი კარგი მუზეუმია სანახავად, მაგალითად, მუზეუმი Beelden an Zee, რომელიც ფოკუსირებულია თანამედროვე ქანდაკებაზე.

და სანამ ჰააგაში იმყოფებით, აუცილებლად უნდა ნახოთ ვერმეერის შედევრი – გოგონა მარგალიტის საყურით Mauritshuis-ში.

4. გაუდა

გუდა, რა თქმა უნდა, ყველის მოყვარულთა სამოთხეა, მაგრამ იცოდით, რომ ქალაქი ასევე ცნობილია თავისი ჭურჭლითა და ვაფლებით? როგორც ჩანს, უკვე ყველასთვის ცნობილი სტროპვაფელი აქ მე-19 საუკუნეში გამოიგონეს.

მაგრამ ცოტა ხნით დავუბრუნდეთ ყველს… თუ ხუთშაბათ დღეს ქალაქში იქნებით, აუცილებლად ეწვიეთ ყველის ბაზარს, რომელიც ქალაქის ულამაზეს მოედანზე იმართება 10:00 საათიდან 12:30 საათამდე აპრილიდან აგვისტომს ჩათვლით.

ბაზარი ჰოლანდიური ნაკეტობების ნამდვილი ზეიმია – ეროვნული კოსტიუმები, ჰოლანდიური ტრადიციული ფეხსაცმელი, ყველის უზარმაზარი ბორბლები და ტრადიციული ხელნაკეთობები, პლუს ვაჭრები და ფერმერები, რომლებიც ტრადიციულად ტაშს უკრავენ ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი შეთანხმდებიან გარიგებაზე.

თქვენ ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ყველისა და ხელოსნობის მუზეუმს Goudse Waag-ის შენობაში, სადაც შეგიძლიათ უყუროთ ყველის დამზადებას.

5. არნემი

თუ თქვენ გიზიდავთ და გაინტერესებთ სამხედრო ისტორია, ამ ქალაქს აუცილებლად უნდა ეწვიოთ. არნემის ბრძოლა აქ 1944 წლის სექტემბერში მოხდა. ბრძოლაში დაიღუპა მოკავშირეთა თითქმის 2000 ჯარისკაცი (ძირითადად ბრიტანული და პოლონური ძალები), დაახლოებით 1300 გერმანელი ჯარისკაცი და 500-მდე ჰოლანდიელი მშვიდობიანი მოქალაქე.

მოკავშირეთა ჯარისკაცების უმეტესობა დაკრძალულია ოსტერბეკის ომის სასაფლაოზე, რომლის მონახულებაც ღირებული გამოცდილებაა. ომის დროს არნემის როლის შესახებ მეტის გასაგებად, ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ არნემის ომის მუზეუმს.

თუ გადაწყვიტეთ ეწვიოთ ჰოლანდიას, იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიროგორ მოვხვდეთ აბუ-დაბის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში?
შემდეგი სტატიაAir Moldova ბათუმი კიშინიოვის მიმართულებით იწყებს ფრენებს
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments