2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, ევროპის ერთ-ერთი წამყვანი, გერმანული ავიაკომპანია Lufthansa მიუნხენსა და თბილისს შორის ფრენების რაოდენობას გაზრდის და რეისებს კვირაში 10 სიხშირით შემოგვთავაზებს.
თბილისი მიუნხენი -ს საჰაერო ხაზზე ოპერირებას ავიაკომპანია კვირის შვიდივე დღეს მოახდენს. ფრენის განრიგი კი ასე გამოიყურება:
- ორშაბათი – 05:10 – 07:20
- სამშაბათი – 05:10 – 07:20 და 18:15 – 20:25
- ოთხშაბათი – 05:10 – 07:20
- ხუთშაბათი – 05:10 – 07:20
- პარასკევი – 05:10 – 07:20 და 18:15 – 20:25
- შაბათი – 05:10 – 07:20
- კვირა – 05:10 – 07:20 და 18:15 – 20:25
თქვენ უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ ავიაბილეთები თბილისიდან მიუნხენის მიმართულებით, საღამოს ფრენაზე, რომელიც 2024 წლის აპრილიდან დაიწყება.
ამ ეტაპზე კი ავიაკომპანია ლუფთანზა თბილისი მიუნხენი მიუნხენი თბილისი -ს მიმართულებაზე ფრენებს ყოველდღე, დღეში ერთი სიხშირით გვთავაზობს.
თბილისი მიუნხენი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
17 მარტი 2025 | 24 მარტი 2025 | ავიაბილეთები 965 -დან | |
14 აპრილი 2025 | 26 აპრილი 2025 | ავიაბილეთები 974 -დან | |
23 მაისი 2025 | 25 მაისი 2025 | ავიაბილეთები 974 -დან |
აღსანიშნავია, რომ თბილისსა და მიუნხენს შორის პირდაპირ ავიამიმოსვლას ასევე ასრულებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways -იც, რომელიც ფრენებს კვირაში 2-ჯერ, ხუთშაბათ და კვირა დღეს ახორციელებს.