საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -ში 3,5 კმ სიგრძის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობას იწყებს. პროექტის შესახებ ინფორმაცია აეროპორტების გაერთიანებამ გაავრცელა.

მათივე ცნობით, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი ხელს შეუწყობს აეროპორტის სატვირთო ტერმინალისა და ლოგისტიკური ცენტრის განვითარებას. გარდა ამისა, ქუთაისის აეროპორტი შეძლებს მიიღოს დიდი ზომის საჰაერო ხომალდები (ე.წ. wide body) და დაამატოს ახალი შორეული მიმართულებები.

მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, სიმბოლური კაფსულა ჩაუშვეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პირველმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ და კომპანია „ანაგის“ დირექტორმა ირაკლი გოგოლიშვილმა.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 240 მლნ ლარამდეა, რაც ქუთაისის აეროპორტში 2012-2024 წლებში განხორციელებულ კაპიტალურ დანახარჯებს 40 მლნ ლარით აღემატება.

როგორც იცით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ამ დროისათვის ფრენებს ავიაკომპანია wizz air, პეგასუსი, Belavia, Air Astana და Azimuth.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Almaty12 October 202619 October 2026FlyArystanავიაბილეთები 783 -დან
Athens29 November 20262 December 2026Wizz Airავიაბილეთები 218 -დან
Barcelona17 January 202725 January 2027Wizz Airავიაბილეთები 356 -დან
Berlin28 January 20276 February 2027Wizz Airავიაბილეთები 242 -დან
Brussels27 October 20265 November 2026Wizz Airავიაბილეთები 317 -დან
Bratislava25 February 20272 March 2027Wizz Airავიაბილეთები 160 -დან
Budapest24 November 202628 November 2026Wizz Airავიაბილეთები 285 -დან
Dortmund13 May 202720 May 2027Wizz Airავიაბილეთები 327 -დან
Memmingen22 January 202725 January 2027Wizz Airავიაბილეთები 226 -დან
Frankfurt24 November 202628 November 2026Wizz Airავიაბილეთები 227 -დან
Atyrau22 September 202629 September 2026FlyArystanავიაბილეთები 543 -დან
Hamburg15 September 202622 September 2026Wizz Airავიაბილეთები 489 -დან
Istanbul22 August 202626 August 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 398 -დან
Katowice7 November 202610 November 2026Wizz Airავიაბილეთები 238 -დან
Larnaca23 December 202613 January 2027Wizz Airავიაბილეთები 80 -დან
Lyon8 October 202615 October 2026Wizz Airავიაბილეთები 394 -დან
Madrid28 November 20265 December 2026Wizz Airავიაბილეთები 448 -დან
Milan2 November 20265 November 2026Wizz Airავიაბილეთები 216 -დან
Moscow24 September 202630 September 2026Azimuthავიაბილეთები 1 090 -დან
Minsk15 October 202622 October 2026Belaviaავიაბილეთები 1 058 -დან

 

პროექტი წარმოადგენს აეროპორტის განვითარების გეგმის პირველ ფაზას, რომელიც IATA Consulting-ის ჩართულობით განხორციელდა. მშენებლობას კომპანია „ანაგი“ განახორციელებს და მისი დასრულება 2026 წლის გაზაფხულისთვის არის დაგეგმილი. ამის შემდეგ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი შეძლებს შეზღუდვების გარეშე მიიღოს დიდი ზომის საჰაერო ხომალდები. დღეის მდგომარეობით, აეროპორტი ოპერირებს D კოდით და მისი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 2,5 კმ-ს შეადგენს, რაც მხოლოდ საშუალო ზომის საჰაერო ხომალდების ოპერირებისთვისაა საკმარისი.

დაჯავშნე ავიაბილეთები ყველაზე იაფად ქუთაისიდან. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWizz Air ავსტრიის მიმართულებით ფასდაკლებას აცხადებს
შემდეგი სტატიაქუთაისი აბუ-დაბის მიმართულებით ავიარეისების სიხშირე იზრდება
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted