საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -ში 3,5 კმ სიგრძის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობას იწყებს. პროექტის შესახებ ინფორმაცია აეროპორტების გაერთიანებამ გაავრცელა.

მათივე ცნობით, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი ხელს შეუწყობს აეროპორტის სატვირთო ტერმინალისა და ლოგისტიკური ცენტრის განვითარებას. გარდა ამისა, ქუთაისის აეროპორტი შეძლებს მიიღოს დიდი ზომის საჰაერო ხომალდები (ე.წ. wide body) და დაამატოს ახალი შორეული მიმართულებები.

მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, სიმბოლური კაფსულა ჩაუშვეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პირველმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ და კომპანია „ანაგის“ დირექტორმა ირაკლი გოგოლიშვილმა.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 240 მლნ ლარამდეა, რაც ქუთაისის აეროპორტში 2012-2024 წლებში განხორციელებულ კაპიტალურ დანახარჯებს 40 მლნ ლარით აღემატება.

როგორც იცით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ამ დროისათვის ფრენებს ავიაკომპანია wizz air, პეგასუსი, Belavia, Air Astana და Azimuth.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
ალმათი22 ნოემბერი 202625 ნოემბერი 2026FlyArystanავიაბილეთები 632 -დან
ათენი29 ნოემბერი 20267 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 230 -დან
ბარსელონა21 დეკემბერი 202624 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 341 -დან
ბერლინი14 იანვარი 202719 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 347 -დან
ბრიუსელი28 თებერვალი 20277 მარტი 2027Wizz Airავიაბილეთები 280 -დან
ბრატისლავა13 მაისი 202720 მაისი 2027Wizz Airავიაბილეთები 283 -დან
ბუდაპეშტი23 იანვარი 202726 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 291 -დან
დორტმუნდი26 დეკემბერი 202614 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 336 -დან
მემინგენი30 დეკემბერი 20266 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 420 -დან
ფრანკფურტი21 ნოემბერი 202624 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 477 -დან
ატირაუ4 თებერვალი 20277 თებერვალი 2027FlyArystanავიაბილეთები 400 -დან
ჰამბურგი20 აპრილი 202711 მაისი 2027Wizz Airავიაბილეთები 686 -დან
სტამბოლი25 დეკემბერი 202631 დეკემბერი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 276 -დან
კატოვიცა4 დეკემბერი 20268 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 237 -დან
ლარნაკა29 იანვარი 202731 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 138 -დან
მადრიდი12 დეკემბერი 202615 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 402 -დან
მილანი19 თებერვალი 202721 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 236 -დან
მოსკოვი25 დეკემბერი 202617 იანვარი 2027Azimuthავიაბილეთები 529 -დან
მინსკი5 თებერვალი 20277 თებერვალი 2027Belaviaავიაბილეთები 938 -დან
ასტანა4 დეკემბერი 202611 დეკემბერი 2026FlyArystanავიაბილეთები 487 -დან

 

პროექტი წარმოადგენს აეროპორტის განვითარების გეგმის პირველ ფაზას, რომელიც IATA Consulting-ის ჩართულობით განხორციელდა. მშენებლობას კომპანია „ანაგი“ განახორციელებს და მისი დასრულება 2026 წლის გაზაფხულისთვის არის დაგეგმილი. ამის შემდეგ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი შეძლებს შეზღუდვების გარეშე მიიღოს დიდი ზომის საჰაერო ხომალდები. დღეის მდგომარეობით, აეროპორტი ოპერირებს D კოდით და მისი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 2,5 კმ-ს შეადგენს, რაც მხოლოდ საშუალო ზომის საჰაერო ხომალდების ოპერირებისთვისაა საკმარისი.

დაჯავშნე ავიაბილეთები ყველაზე იაფად ქუთაისიდან. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWizz Air ავსტრიის მიმართულებით ფასდაკლებას აცხადებს
შემდეგი სტატიაქუთაისი აბუ-დაბის მიმართულებით ავიარეისების სიხშირე იზრდება
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted