CNN ავრცელებს ინფორმაციას, რომ გაერთიანებულ სამეფოში მეცნიერები ახალი ჰიპერსონიური რაკეტის შემქნის პროცესში არიან, რაც მოგზაურების ჰაერში ყოფნის დროს თითქმის 80%-ით შეამცირებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონიდან სიდნეიმდე ფრენის ხანგრძლივობა, რაც 20 საათს უდრის, 4 საათამდე შემცირდება, ხოლო ლონდონიდან ნიუ-იორკამდე 8 საათიანი ფრენის შესრულება 1 საათში იქნება შესაძლებელი.

ბრიტანეთის კოსმოსურმა სააგენტომ ავსტრალიის კოსმოსურ სააგენტოსთან თანამშრომლობა უკვე დააანონსა, ამიტომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონტინენტთაშორისო, ატმოსფერული ფრენები უფრო რეალისტური და მიღწევადი ხდება.

მიუხედავად იმისა, რომ ხომალდი მაღალი სიჩქარით იფრენს, გარემოსთვის საფრთხის შემქმნელი არ იქნება, რადგან Reaction Engines – ის მეცნიერებმა შეიმუშავეს ე.წ  “პრექულერის“ ტექნოლოგია, რომელიც გამოყოფილი აირების ტემპერატურას შეამცირებს.

მოლაპარაკებები კოლორადოში მიმდინარეობს, სადაც გეგმავენ, რომ პირველი სატესტო ფრენა 2020 წლისთვის განახორციელონ და 2030 წლისთვის რეისების შესრულება მზადყოფნაში იყოს.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიქუთაისი ბოლონიის ავიაბილეთები
შემდეგი სტატიალატვიის ავიაბილეთები იაფად
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments