აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ირაკლი ქარქაშაძე მოლაპარაკებებს აწარმოებს, როგორც ავიაკომპანიებთან, ისე პარტნიორ აეროპორტებთან. ერთ-ერთი სასიამოვნო სიახლე კი ის არის, რომ ქუთაისის აეროპორტი -დან ნაპოლის მიმართულებით, შესაძლოა, პირდაპირი რეისები განხორციელდეს.

შეხვედრა გაიმართა უშუალოდ ნეაპოლის აეროპორტის კომერციულ დირექტორთან, სადაც განხილული იყო პოტენციური სამომავლო პარტნიორობა და საქართველოსა და ნეაპოლს შორის ფრენების დაწყების შესაძლებლობა.

ირაკლი ქარქაშაძის თქმით, ნეაპოლისადმი საქართველოს ინტერესი საკმაოდ მაღალია, რაც გამოწვეულია ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებული მოღვაწეობით “ნაპოლის” რიგებში. ამიტომ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნეაპოლი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მისივე თქმით, საქართველო ნეაპოლისთვის სრულიად ახალი ტურისტული მიმართულებაა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ძალისხმევას არ იშურებს, რომ თანამშრომლობა შედგეს.

ქუთაისი ნეაპოლი ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
8 ივნისი 202415 ივნისი 20242 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 991 -დან
11 აგვისტო 202420 აგვისტო 20242 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 374 -დან
18 სექტემბერი 202422 სექტემბერი 20242 ᲒაჩერებაWizz Air Maltaავიაბილეთები 1 137 -დან

 

ამ ეტაპისათვის ქუთაისიდან ნეაპოლის მიმართულებით სრულდება ტრანზიტული რეისები, რომელსაც ავიაკომპანია ვიზეარი გვთავაზობს. იმედი ვიქონიოთ, რომ მოლაპარაკებები წარმატებით ჩაივლის და გვექნება შესაძლებლობა იტალიის ამ ისტორიულ ქალაქს, უკვე პირდაპირი რეისებით ვესტუმროთ.

ნაპოლის მიმართულებით იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად, დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშისაქართველოს ავიაბაზარის ლიდერი ავიაკომპანიები
შემდეგი სტატიაშესაძლოა easyJet-მა ლონდონში პირდაპირი ფრენები დაიწყოს
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments