მას შემდეგ, რაც თბილისში გავრილოვის ვიზიტს საპროტესტო აქციები მოყვა და რუსეთმა საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისების შესრულება ყველა რუსულ ავიაკომპანიას აუკრძალა, არაერთი ინფორმაცია გავრცელდა ფრენების ისევ აღდგენის შესახებ.

დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანია S7-ს საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისების განხორციელების უფლება მიეცა. აღნიშნული ინფორმაცია სააგენტოს ოფიციალურ ვებსაიტზეა გამოქვეყნებული.

ავიაკომპანია S7 რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფლოტის მქონეა და მგზავრების გადაყვანის რაოდენობით თავის ქვეყანაში მეორე ადგილს იკავებს. მას, არსებული ინფორმაციის თანხმად, მოსკოვიდან ქუთაისში კვირაში 7 რეისის განხორციელება შეეძლება.

როდის შესრულდება პირველი რეისი ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა როგორც „როსავიაციამ“ განაცხადა, როგორც კი საქართველოში ფრენების განხორციელებაზე შეზღუდვა მოიხსნება, ავიაკომპანია S7 მაშინვე შეძლებს მინიჭებული უფლებით სარგებლობას.

ქუთაისი მოსკოვი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
17 თებერვალი 202628 თებერვალი 2026Azimuthავიაბილეთები 555 -დან
18 მარტი 202622 მარტი 2026Azimuthავიაბილეთები 618 -დან
25 აპრილი 202629 აპრილი 2026Azimuthავიაბილეთები 1 201 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშისაშემოდგომო ფასდაკლება ბელავიასგან
შემდეგი სტატიასკატ ავიახაზები / SCAT Airlines
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments