მას შემდეგ, რაც თბილისში გავრილოვის ვიზიტს საპროტესტო აქციები მოყვა და რუსეთმა საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისების შესრულება ყველა რუსულ ავიაკომპანიას აუკრძალა, არაერთი ინფორმაცია გავრცელდა ფრენების ისევ აღდგენის შესახებ.

დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანია S7-ს საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისების განხორციელების უფლება მიეცა. აღნიშნული ინფორმაცია სააგენტოს ოფიციალურ ვებსაიტზეა გამოქვეყნებული.

ავიაკომპანია S7 რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფლოტის მქონეა და მგზავრების გადაყვანის რაოდენობით თავის ქვეყანაში მეორე ადგილს იკავებს. მას, არსებული ინფორმაციის თანხმად, მოსკოვიდან ქუთაისში კვირაში 7 რეისის განხორციელება შეეძლება.

როდის შესრულდება პირველი რეისი ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა როგორც „როსავიაციამ“ განაცხადა, როგორც კი საქართველოში ფრენების განხორციელებაზე შეზღუდვა მოიხსნება, ავიაკომპანია S7 მაშინვე შეძლებს მინიჭებული უფლებით სარგებლობას.

ქუთაისი მოსკოვი

Departure atReturn atAirlineFind tickets
22 September 202625 September 2026Azimuthავიაბილეთები 724 -დან
8 October 20269 October 2026Azimuthავიაბილეთები 884 -დან
16 November 202620 November 2026Azimuthავიაბილეთები 1 030 -დან
3 December 20266 December 2026Azimuthავიაბილეთები 1 124 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშისაშემოდგომო ფასდაკლება ბელავიასგან
შემდეგი სტატიასკატ ავიახაზები / SCAT Airlines
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted