ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -ს სააეროდრომო ინფრასტრუქტურის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3-4 სექტემბერს დაგეგმილი ფრენები თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში შესრულდება.

რეაბილიტაციის პერიოდი 3 სექტემბრის დილის 07:00 საათიდან, 5 სექტემბრის ღამის 01:00 საათამდე პერიოდში იგეგმება. ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამ პერიოდში დაგეგმილი ფრენებზე დროები უცვლელია, იცვლება მხოლოდ აეროპორტები.

პირდაპირი ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა7 სექტემბერი 202614 სექტემბერი 2026FlyArystanავიაბილეთები 682 -დან
ათენი30 აპრილი 20277 მაისი 2027Wizz Airავიაბილეთები 191 -დან
ბარსელონა6 დეკემბერი 202611 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 376 -დან
ბერლინი3 ივნისი 202610 ივნისი 2026Wizz Airავიაბილეთები 523 -დან
ბრიუსელი7 ივნისი 202614 ივნისი 2026Wizz Airავიაბილეთები 501 -დან
ბრატისლავა13 დეკემბერი 202617 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 228 -დან
ბუდაპეშტი19 ივნისი 202622 ივნისი 2026Wizz Airავიაბილეთები 289 -დან
დორტმუნდი16 მაისი 202630 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 620 -დან
მემინგენი27 ნოემბერი 202630 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 244 -დან
ფრანკფურტი15 მაისი 202615 ივნისი 2026Wizz Airავიაბილეთები 619 -დან

 

“ავიაკომპანიებმა აეროპორტების ცვლილების შესახებ ინფორმაცია მგზავრებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით უკვე აცნობეს. მგზავრების გადაყვანას თბილისიდან ქუთაისისა და ბათუმის მიმართულებით, ასევე ქუთაისიდან და ბათუმიდან თბილისის აეროპორტის მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი კომპანია Omnibus Express უზრუნველყოფს. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სატრანსპორტო კომპანიას.

2023 წლის იანვარი-ივლისის თვის მონაცემებით, ქუთაისის აეროპორტი მგზავრთა რეკორდულ მაჩვენებელს მოემსახურა. აქედან გამომდინარე, რეისების მატებასთან ერთად, ფრენების უსაფრთხოების მიზნით, საჭიროა სააეროდრომო ინფრასტრუქტურის გეგმური სარემონტო სამუშაოების განხორციელება.

ასევე ფრენების უსაფრთხოების მიზნით, აეროპორტში მუდმივად ხდება საერთაშორისო სტანდარტებისადმი შესაბამისობის შემოწმება. მიმდინარე სარემონტო სამუშაოები წლიური გეგმის მიხედვით განხორციელდება, რაც ფრენების გამართული ოპერირების შემადგენელი ნაწილია”- ნათქვამია განცხადებაში.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთები თქვენთვის სასურველი მიმართულებით, დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიEurowings თბილისიდან ბერლინის მიმართულებით პირდაპირი ფრენებს შეასრულებს
შემდეგი სტატიაGeorgian Wings-ი თბილისი ბაქოს მიმართულებით ავიარეისებს იწყებს
5 1 vote
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments