ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 2025 წლის აპრილში ახალი რეკორდი დაამყარა – ერთ თვეში აეროპორტმა 145,137 მგზავრს უმასპინძლა, რაც ამ პერიოდისთვის ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს. აღნიშნული მონაცემები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გამოაქვეყნა.

2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთა რაოდენობა 49%-ით გაიზარდა (2024 წლის აპრილი – 97,220 მგზავრი), ხოლო რეისების რაოდენობამ 28%-ით მოიმატა (2024 წლის აპრილი – 330 რეისი).

იანვრიდან აპრილის ჩათვლით, ქუთაისის აეროპორტი 506,564 მგზავრს და 1,533 რეისს მოემსახურა, რაც წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს (495,235 მგზავრი) 2.3%-ით აღემატება, ხოლო რეისების რაოდენობა სტაბილურად შენარჩუნდა.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Almaty4 November 202611 November 2026FlyArystanავიაბილეთები 623 -დან
Athens13 January 202720 January 2027Wizz Airავიაბილეთები 200 -დან
Barcelona7 December 202611 December 2026Wizz Airავიაბილეთები 412 -დან
Berlin5 December 20268 December 2026Wizz Airავიაბილეთები 328 -დან
Brussels24 November 20263 December 2026Wizz Airავიაბილეთები 243 -დან
Bratislava24 November 20261 December 2026Wizz Airავიაბილეთები 256 -დან
Budapest5 December 202610 December 2026Wizz Airავიაბილეთები 289 -დან
Dortmund14 November 202619 November 2026Wizz Airავიაბილეთები 346 -დან
Memmingen18 November 202623 November 2026Wizz Airავიაბილეთები 296 -დან
Frankfurt1 December 20268 December 2026Wizz Airავიაბილეთები 336 -დან

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ლევან მოსეშვილი აღნიშნავს, რომ ზაფხულის სეზონზე მგზავრთა რაოდენობის ზრდის მოლოდინი კიდევ უფრო ოპტიმისტურია. მისი თქმით, აპრილიდან ქუთაისიდან განახლდა პირდაპირი ფრენები მადრიდის და ჰამბურგის მიმართულებით, ხოლო 3 ივნისიდან დაემატება სრულიად ახალი მიმართულება – ლიონი, რაც განსაკუთრებით საინტერესოა ქართული ფეხბურთის ქომაგებისთვის. პარალელურად, დაგეგმილია უკვე არსებული რეისების სიხშირის ზრდაც.

ამჟამად, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია რეგულარულად ახორციელებს პირდაპირ ფრენებს 18 ქვეყნის 33 ქალაქის მიმართულებით, აქედან 24 ევროპის სხვადასხვა ქალაქია.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWizz Air ერევანში ბაზას ხსნის და 8 ახალ მიმართულებას ამატებს
შემდეგი სტატიაAir Serbia წესები და პირობები
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted