უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ახალ ბაზას ერევანში ხსნის, რაც მნიშვნელოვანი სიახლეა ასევე ქართველი მოგზაურებისთვისაც. აღსანიშნავია, რომ ერევნიდან ხშირად უფრო იაფი და ხელმისაწვდომი ფასებია სხვადასხვა მიმართულებით ავიაბილეთებზე და ასევე, შესაძლოა ისეთი მიმართულებით სრულდებოდეს პირდაპირი ავიარეისები, რა მიმართულებაზეც საქართველოდან არ სრულდება – რაც განსაკუთრებით მიმზიდველია ქართველებისთვის, ვინც მარტივ და ბიუჯეტურ მოგზაურობას ეძებს.

როგორც იცით, Wizz Air ერევნიდან ფრენებს აქამდეც ასრულებდა, თუმცა, ახალი ბაზის ფარგლებში, ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს 6 ქვეყანის 8 ქალაქში დაამატებს: ჰამბურგი, მემინგენი, ნეაპოლი, ბარი, ბუქარესტი, პაფოსი, ნიცა და პრაღა. ავიაბილეთების ფასები 29.99 ევროდან დაიწყება, რაც ევროპული მიმართულებებით მოგზაურობისთვის ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი შეთავაზებაა.

Wizz Air ფრენები ერევნიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Bari5 December 202612 December 2026Wizz Airავიაბილეთები 76 -დან
Brussels3 February 202710 February 2027Wizz Airავიაბილეთები 230 -დან
Bratislava19 November 202626 November 2026Wizz Airავიაბილეთები 147 -დან
Budapest15 November 202622 November 2026Wizz Airავიაბილეთები 129 -დან
Bucharest17 November 202621 November 2026Wizz Airავიაბილეთები 110 -დან
Dortmund30 January 20276 February 2027Wizz Airავიაბილეთები 156 -დან
Eindhoven20 November 202623 November 2026Wizz Airავიაბილეთები 269 -დან
Memmingen20 October 202626 November 2026Wizz Airავიაბილეთები 231 -დან
Hamburg18 November 202625 November 2026Wizz Airავიაბილეთები 273 -დან
Larnaca3 December 20269 December 2026Wizz Airავიაბილეთები 72 -დან

ამასთან, ავიაკომპანია ვიზეარი ერევნიდან პირდაპირ ავიამიმოსვლას ასრულებს შემდეგ მიმართულებებზეც: ვენეცია, ვენა, მილანი, რომი, ბუდაპეშტი, ლარნაკა, ნიცა, აბუ-დაბი, დორტმუნდი და სხვ.

Wizz Air-ის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს მოგზაურობა ყველასთვის. შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანიამ რეგიონში პირველი ბაზა საქართველოში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2016 წლის სექტემბერში გახსნა, ხოლო ოპერირება საქართველოდან 2012 წელს დაიწყო.

ქართველი მოგზაურებისთვის ეს სიახლე ახალ შესაძლებლობებს ქმნის – ერევნიდან ბიუჯეტური ფასით ესტუმრონ ევროპის სხვადასხვა ქალაქს!

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWizz Air 15%-მდე ფასდაკლებას აცხადებს გერმანიის რეისებზე
შემდეგი სტატია2025 წლის აპრილში ქუთაისის აეროპორტმა ახალი რეკორდი მოხსნა
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted