ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 2025 წლის აპრილში ახალი რეკორდი დაამყარა – ერთ თვეში აეროპორტმა 145,137 მგზავრს უმასპინძლა, რაც ამ პერიოდისთვის ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს. აღნიშნული მონაცემები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გამოაქვეყნა.

2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთა რაოდენობა 49%-ით გაიზარდა (2024 წლის აპრილი – 97,220 მგზავრი), ხოლო რეისების რაოდენობამ 28%-ით მოიმატა (2024 წლის აპრილი – 330 რეისი).

იანვრიდან აპრილის ჩათვლით, ქუთაისის აეროპორტი 506,564 მგზავრს და 1,533 რეისს მოემსახურა, რაც წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს (495,235 მგზავრი) 2.3%-ით აღემატება, ხოლო რეისების რაოდენობა სტაბილურად შენარჩუნდა.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა9 აპრილი 202613 აპრილი 2026FlyArystanავიაბილეთები 576 -დან
ათენი17 მაისი 202621 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 211 -დან
ბარსელონა18 აპრილი 202621 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 483 -დან
ბერლინი19 აპრილი 202626 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 344 -დან
ბრიუსელი21 მაისი 202628 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 393 -დან
ბრატისლავა22 აპრილი 202626 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 207 -დან
ბუდაპეშტი6 მაისი 202612 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 285 -დან
დორტმუნდი28 აპრილი 202612 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 370 -დან
მემინგენი6 მაისი 202611 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 224 -დან
ფრანკფურტი4 მაისი 202611 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 277 -დან

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ლევან მოსეშვილი აღნიშნავს, რომ ზაფხულის სეზონზე მგზავრთა რაოდენობის ზრდის მოლოდინი კიდევ უფრო ოპტიმისტურია. მისი თქმით, აპრილიდან ქუთაისიდან განახლდა პირდაპირი ფრენები მადრიდის და ჰამბურგის მიმართულებით, ხოლო 3 ივნისიდან დაემატება სრულიად ახალი მიმართულება – ლიონი, რაც განსაკუთრებით საინტერესოა ქართული ფეხბურთის ქომაგებისთვის. პარალელურად, დაგეგმილია უკვე არსებული რეისების სიხშირის ზრდაც.

ამჟამად, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია რეგულარულად ახორციელებს პირდაპირ ფრენებს 18 ქვეყნის 33 ქალაქის მიმართულებით, აქედან 24 ევროპის სხვადასხვა ქალაქია.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWizz Air ერევანში ბაზას ხსნის და 8 ახალ მიმართულებას ამატებს
შემდეგი სტატიაAir Serbia წესები და პირობები
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments