KLM -მა და სხვა ნიდერლანდურმა ავიაკომპანიებმა განაცხადეს, რომ მათ ფრენებზე მგზავრებისთვის ნიღბების ტარება სავალდებულო მოთხოვნა აღარ იქნება, რადგან ნიდერლანდები გეგმავს 23 მარტიდან დარჩენილი Covid-19 -ის რეგულაციები ისევ შეამსუბუქოს.
მართალია, მთავრობა ჯერ არ შეთანხმებულა იმაზე, რომ ნიღბის ტარება ფრენის დრო სავალდებულო აღარ უნდა იყოს, თუმცა ავიაკომპანიები თავის გადაწყვეტილებას მტკიცედ იცავენ. KLM აცხადებს, რომ ქვეყანაში რეგულაციების შემსუბუქების ფონზე, მგზავრებისთვის რთული გახდა იმის ახსნა, თუ რატომ უნდა ატარონ ფრენის დროს პირბადე. ავიაკომპანია Transavia კი აცხადებს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება მოეხსნათ ნიღბების ტარების ვალდებულება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაგრამ თვითმფრინავებში არა, მათთვის შემაშფოთებელი იყო.
ასე რომ, 23 მარტიდან KLM, Transavia და TUI Nederland მგზავრებს ნიღბების გაკეთებას აღარ მოსთხოვენ როგორც ევროპის, ისე ტრანსკონტინენტალურ ფრენებზე.