თუკი იაპონიაში წასვლითა და ამ ეგზოტიკური ქვეყნის სტუმრობით ხართ დაინტერესებული, თქვენთვის საჭირო სერვისებს თბილისში არსებული იაპონიის საელჩოს საკონსულო განყოფილება უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნის ვიზის მისაღებად ყველა აპლიკანტმა საკუთარი ხელით უნდა შეიტანოს აღნიშნულ საკონსულოში განაცხადი. ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ იაპონიის ვიზის აღების მსურველებს მოგეთხოვებათ საკმაოდ მოზრდილი საბუთების სიის წარდგენა აპლიკაციის წარმატებით მისაღებად. საჭირო დოკუმენტების სია, რომელიც იაპონიის საკონსულოში უნდა წარადგინოთ, ასე გამოიყურება:

  • პირველ რიგში უნდა წარადგინოთ თქვენი მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი.
  • ასევე აუცილებელია სავიზო განაცხადის 2 ეგზემპლარის წარდგენა.
  • ამასთანავე უნდა წარმოადგინოთ სამსახურის ცნობა დამსაქმებლისგან. თუკი თქვენ ხართ საკუთარი ბიზნესის მფლობელი, მაშინ დაგჭირდებათ საჯარო რეესტრიდან ამოღებული მეწარმეობის ამონაწერის წარდგენა.
  • აღნიშნული პროცესისას ასევე ვალდებული ხართ წარადგინოთ ბოლო 6 თვის საბანკო ამონაწერი ბანკიდან და ასევე ცნობა თქვენი დანაზოგის შესახებ.

თუკი გადაწყვეტილი გაქვთ იაპონიაში ჩასვლა, ზემოთ ჩამოთვლილ დოკუმენტებთან  ერთად მოგიწევთ აპლიკაციის გაგზავნისას მას თან დაურთოთ სასტუმროს და ავიაბილეთის ჯავშანი. ასევე საჭიროა სამოგზაურო დაზღვევისა და ყოველი დღის გაწერილი სამოგზაურო პროგრამის თან დართვაც.

ამ ყველაფერთან ერთად უნდა წარმოადგინოთ თქვენი ფოტოსურათი 45/45 მმ-ზე. აღსანიშნავია, რომ ინდივიდუალური განხილვისას შეიძლება მოგიწიოთ გარკვეული სპეციფიური და დამატებითი დოკუმენტების წარდგენა საჭიროების შემთხვევაში.

იმ შემთხვევაში, თუკი მზად ხართ აღნიშნული დოკუმენტების წარმოსადგენად და წარმატებით შეავსებთ სავიზო აპლიკაციას, შეგიძლიათ თავისუფლად შეიტანოთ იაპონიის საელჩოს საკონსულო განყოფილებაში სავიზო განაცხადი.

აღნიშნული პროცესი სრულიად უფასოა.

შესაბამისად, საკმაოდ მარტივად შეგიძლიათ მოითხოვოთ ამ ეგზოტიკურ ქვეყანაში გასამგზავრებლად საჭირო ვიზა აღნიშნული ორგანოსგან. როდესაც ყველა საბუთს გაამზადებთ და სრულ მზადყოფნაში იქნებით განაცხადის გასაკეთებლად, შეგიძლიათ ესტუმროთ იაპონიის საელჩოს საკონსულო განყოფილებას კონკრეტული საათებით განსაზღვრულ დროებში.

იაპონიის საელჩოს საკონსულო განყოფილება თქვენს განაცხადს მიიღებს ყოველდღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. აღნიშნული პროცესი მოქმედებს დილის 09:30 საათიდან 12:30 საათამდე. როგორც წესი, თქვენს მიერ გაკეთებულ განაცხადზე პასუხს დაახლოებით 5-6 სამუშაო დღის განმავლობაში მიღებთ.

თბილისი ტოკიო

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
22 ივნისი 202524 ივნისი 20253 ᲒაჩერებაAir Chinaავიაბილეთები 2 696 -დან
7 ივლისი 202521 ივლისი 20252 Გაჩერებააზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 2 390 -დან
19 აგვისტო 20257 სექტემბერი 20253 ᲒაჩერებაAir Arabiaავიაბილეთები 2 697 -დან
13 სექტემბერი 202521 სექტემბერი 20252 ᲒაჩერებაAir Astanaავიაბილეთები 2 242 -დან
19 ოქტომბერი 202529 ოქტომბერი 20252 ᲒაჩერებაAir Chinaავიაბილეთები 2 165 -დან
1 ნოემბერი 202515 ნოემბერი 20254 Გაჩერებააზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 2 533 -დან
8 დეკემბერი 202514 დეკემბერი 20253 Გაჩერებააზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 2 385 -დან
22 იანვარი 20261 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 2 648 -დან
14 თებერვალი 202628 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაQatar Airwaysავიაბილეთები 2 929 -დან
19 მარტი 202629 მარტი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 3 197 -დან
15 აპრილი 202622 აპრილი 20262 ᲒაჩერებაQatar Airwaysავიაბილეთები 3 065 -დან

Avia.ge ამ ეტაპზე სავიზო მომსახურებას არ გთავაზობთ.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები რეიკიავიკის მიმართულებით
შემდეგი სტატიაავიაბილეთები მექსიკის მიმართულებით
5 1 vote
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments