თუკი იაპონიაში წასვლითა და ამ ეგზოტიკური ქვეყნის სტუმრობით ხართ დაინტერესებული, თქვენთვის საჭირო სერვისებს თბილისში არსებული იაპონიის საელჩოს საკონსულო განყოფილება უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნის ვიზის მისაღებად ყველა აპლიკანტმა საკუთარი ხელით უნდა შეიტანოს აღნიშნულ საკონსულოში განაცხადი. ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ იაპონიის ვიზის აღების მსურველებს მოგეთხოვებათ საკმაოდ მოზრდილი საბუთების სიის წარდგენა აპლიკაციის წარმატებით მისაღებად. საჭირო დოკუმენტების სია, რომელიც იაპონიის საკონსულოში უნდა წარადგინოთ, ასე გამოიყურება:

  • პირველ რიგში უნდა წარადგინოთ თქვენი მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი.
  • ასევე აუცილებელია სავიზო განაცხადის 2 ეგზემპლარის წარდგენა.
  • ამასთანავე უნდა წარმოადგინოთ სამსახურის ცნობა დამსაქმებლისგან. თუკი თქვენ ხართ საკუთარი ბიზნესის მფლობელი, მაშინ დაგჭირდებათ საჯარო რეესტრიდან ამოღებული მეწარმეობის ამონაწერის წარდგენა.
  • აღნიშნული პროცესისას ასევე ვალდებული ხართ წარადგინოთ ბოლო 6 თვის საბანკო ამონაწერი ბანკიდან და ასევე ცნობა თქვენი დანაზოგის შესახებ.

თუკი გადაწყვეტილი გაქვთ იაპონიაში ჩასვლა, ზემოთ ჩამოთვლილ დოკუმენტებთან  ერთად მოგიწევთ აპლიკაციის გაგზავნისას მას თან დაურთოთ სასტუმროს და ავიაბილეთის ჯავშანი. ასევე საჭიროა სამოგზაურო დაზღვევისა და ყოველი დღის გაწერილი სამოგზაურო პროგრამის თან დართვაც.

ამ ყველაფერთან ერთად უნდა წარმოადგინოთ თქვენი ფოტოსურათი 45/45 მმ-ზე. აღსანიშნავია, რომ ინდივიდუალური განხილვისას შეიძლება მოგიწიოთ გარკვეული სპეციფიური და დამატებითი დოკუმენტების წარდგენა საჭიროების შემთხვევაში.

იმ შემთხვევაში, თუკი მზად ხართ აღნიშნული დოკუმენტების წარმოსადგენად და წარმატებით შეავსებთ სავიზო აპლიკაციას, შეგიძლიათ თავისუფლად შეიტანოთ იაპონიის საელჩოს საკონსულო განყოფილებაში სავიზო განაცხადი.

აღნიშნული პროცესი სრულიად უფასოა.

შესაბამისად, საკმაოდ მარტივად შეგიძლიათ მოითხოვოთ ამ ეგზოტიკურ ქვეყანაში გასამგზავრებლად საჭირო ვიზა აღნიშნული ორგანოსგან. როდესაც ყველა საბუთს გაამზადებთ და სრულ მზადყოფნაში იქნებით განაცხადის გასაკეთებლად, შეგიძლიათ ესტუმროთ იაპონიის საელჩოს საკონსულო განყოფილებას კონკრეტული საათებით განსაზღვრულ დროებში.

იაპონიის საელჩოს საკონსულო განყოფილება თქვენს განაცხადს მიიღებს ყოველდღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. აღნიშნული პროცესი მოქმედებს დილის 09:30 საათიდან 12:30 საათამდე. როგორც წესი, თქვენს მიერ გაკეთებულ განაცხადზე პასუხს დაახლოებით 5-6 სამუშაო დღის განმავლობაში მიღებთ.

თბილისი ტოკიო

Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
5 October 202615 October 20263 StopsJazeera Airwaysავიაბილეთები 2 132 -დან
2 November 202610 November 20262 StopsFlynasავიაბილეთები 2 349 -დან
6 December 202615 January 20273 StopsPegasus Airlinesავიაბილეთები 2 310 -დან
6 January 202722 January 20272 StopsAir Arabiaავიაბილეთები 2 348 -დან
11 February 202721 February 20273 StopsPegasus Airlinesავიაბილეთები 2 320 -დან
3 March 202717 March 20271 StopChina Easternავიაბილეთები 2 503 -დან
17 April 202730 May 20271 StopQatar Airwaysავიაბილეთები 2 889 -დან
12 May 202725 May 20271 StopChina Easternავიაბილეთები 2 487 -დან
11 June 202720 June 20271 StopChina Easternავიაბილეთები 2 537 -დან
1 August 202714 August 20271 StopChina Easternავიაბილეთები 2 592 -დან

Avia.ge ამ ეტაპზე სავიზო მომსახურებას არ გთავაზობთ.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები რეიკიავიკის მიმართულებით
შემდეგი სტატიაავიაბილეთები მექსიკის მიმართულებით
5 1 vote
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted