როგორ მივიღოთ ირლანდიის ვიზა?

ირლანდიის ვიზები გაიცემა ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში მდებარე ირლანდიის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ. რაც შეეხება ყველა საჭირო დოკუმენტის გაგზავნას, მათი გადაგზავნა ხდება საფოსტო გზავნილის საშუალებით.  

რას გულისხმობს ირლანდიის ვიზის მოთხოვნა?

ყველა აპლიკანტს, რომელსაც სურს ირლანდიის ვიზაზე განაცხადის გაკეთება, შეუძლია პირადად ესტუმროს ქალაქ სოფიაში მდებარე ირლანდიის საელჩოს საკონსულო სამსახურს და წარადგინოს ყველა საჭირო საბუთი ადგილზე, ვიზაზე განაცხადის გასაკეთებლად.

რა დოკუმენტებია საჭირო ვიზაზე განაცხადის გასაკეთებლად? 

პირველ რიგში ვიზის გამცემი საკონსულო ყურადღებას აქცევს თქვენი, ანუ აპლიკანტის ფინანსურ მდგომარეობას, რაც გულისხმობს იმის შემოწმებას, თუ რამდენად მყარი სოციალური და ეკონომიკური კავშირები გაქვთ თქვენს ქვეყანაში. სწორედ ამიტომ, საჭიროა წარადგინოთ ისეთი სახის დოკუმენტები, რომლებითაც შეძლებთ ზემოაღნიშნული სტატუსის მკაფიოდ გამყარებას. 

ასევე, საკონსულს უნდა წარუდგინოთ ეს საბუთები, რათა მოხდეს თქვენი განაცხადის განხილვა:

პირველ რიგში საჭიროა რეგისტრაციისათვის წარადგინოთ მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი, ასევე თუკი გაქვთ, ისეთი ძველი პასპორტები, რომლებშიც ვიზა გაქვთ ჩარტყმული. 

უნდა წარადგინოთ ასევე დამსაქმებლის მიერ გაცემული სამსახურის ცნობა, ხოლო თუკი თვითნ თქვენ ხართ ბიზნესის მფლობელი, მაშინ მოგიწევთ რომ საკონსულოს წარუდგინოთ ამონაწერი რეესტრიდან, მეწარმეობის შესახებ. აუცილებელია საბანკო ამონაწერების წარდგენაც ბოლო 6 თვის ინფორმაციის შესახებ, ასევე დანაზოგის შესახებაც ცნობა ბანკიდან უნდა მოითხოვოთ. 

თუკი დაოჯახებული ხართ, მაშინ აუცილებელია ზემოთ ხსენებულ საბუთებთან ერთად წარადგინოთ ასევე ქორწინების მოწმობაც. არასრულწლოვანი შვილების შემთხვევაში საჭირო იქნება მათი დაბადების მოწმობების ასლების წარდგენაც. 

ვიზის განაცხადის მოსაკრებელი ვიზიტორის ვიზის შემთხვევაში შეადგენს 60 ევროს. 

რა ვიზებზეა შესაძლებელი განაცხადის გაკეთება?

თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ განაცხადი ტურისტულ ვიზაზე, ასევე კერძო ვიზიტორის ვიზაზე. ასევე შესაძლებელია განაცხადი შეიტანოთ საქმიან და სასწავლო ვიზებზეც. 

 რა ვადებში გაიცემა ირლანდიის ვიზა?

საკონსულოსთვის საჭირო დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, ვიზაზე გაკეთებული განაცხადის განხილვა ხდება მაქსიმუმ 2 კვირაში. 

Avia.ge ამ ეტაპზე სავიზო მომსახურებას არ გთავაზობთ.

 

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები დუბლინის მიმართულებით
შემდეგი სტატიააზალ azal / Azerbaijan Airlines
3.7 3 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments