TAV Airports აპირებს 150 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებაში. პროექტი მიზნად ისახავს არსებული ტერმინალის გაფართოებასა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას,რაც აეროპორტს შესაძლებლობას მისცემს, 2031 წლამდე გაზრდილი მგზავრთნაკადის ეფექტური მომსახურება უზრუნველყოს

TAV Airports-ის პრეზიდენტმა სერქან კაპტანმა აღნიშნული გეგმები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან შეხვედრაზე წარადგინა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა თბილისის აეროპორტის განვითარების შეთავაზება, რომელიც მოიცავს მისი გამტარუნარიანობის გაზრდას და სერვისების გაუმჯობესებას.

როგორც ცნობილი გახდა, ინვესტიციების იდეას საფუძველი ჩაეყარა პარიზის ავიაციის გამოფენაზე გამართული შეხვედრებისას, სადაც ADP-ის ხელმძღვანელობასა და TAV Airports-ის წარმომადგენლებს შორის დაისვა დამატებითი ინვესტიციების შესაძლებლობა როგორც თბილისის, ასევე ბათუმის აეროპორტებისთვის.

იაფი ფრენები თბილისი - დან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
სტამბოლი27 სექტემბერი 20259 ოქტომბერი 2025ავიაბილეთები 274 -დან
ერევანი11 აგვისტო 202516 აგვისტო 2025ავიაბილეთები 275 -დან
ჟენევა28 დეკემბერი 20257 იანვარი 2026ავიაბილეთები 288 -დან
ანტალია10 ივლისი 202531 ივლისი 2025ავიაბილეთები 351 -დან
ბაქო5 იანვარი 202619 იანვარი 2026ავიაბილეთები 369 -დან
მილანი9 ნოემბერი 202530 ნოემბერი 2025ავიაბილეთები 390 -დან
იზმირი27 ივლისი 20254 აგვისტო 2025ავიაბილეთები 404 -დან
ანკარა5 დეკემბერი 20257 დეკემბერი 2025ავიაბილეთები 411 -დან
დალამანი4 აგვისტო 20254 აგვისტო 2025ავიაბილეთები 416 -დან
ბოდრუმი27 ივლისი 20254 აგვისტო 2025ავიაბილეთები 416 -დან

სერქან კაპტანის თქმით, 2024 წელს TAV Airports საქართველოში ოპერირების 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ პერიოდის განმავლობაში, კომპანიამ დაახლოებით $230 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა თბილისის და ბათუმის აეროპორტების განვითარებაში. მისი განცხადებით, კომპანიის ახალი ინიციატივა თბილისის აეროპორტის გამტარუნარიანობის დაახლოებით 50%-ით გაზრდას ითვალისწინებს.

„2023 წელს თბილისის აეროპორტმა 4.7 მილიონი მგზავრი მიიღო. ჩვენ პრაქტიკულად მივაღწიეთ მოქმედი ტერმინალების მაქსიმალურ გამტარუნარიანობას. სწორედ ამიტომ, მივმართეთ საქართველოს მთავრობას ახალი ინვესტიციის ინიციატივით, რაც ხელს შეუწყობს აეროპორტის შესაძლებლობების 10 მილიონ მგზავრამდე გაზრდას,“ – აღნიშნა კაპტანმა.

TAV Airports-ი საქართველოში ოპერირებს ფრანგული ავიაციის გიგანტის, Groupe ADP-ის შემადგენლობაში და მართავს როგორც თბილისის, ისე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, 2031 წლიდან ვაზიანში დაგეგმილია ახალი საერთაშორისო აეროპორტის ამოქმედება, რომელიც წელიწადში 19 მილიონი მგზავრის მიღებას შეძლებს. მინისტრის თქმით, სამოქალაქო ავიაცია ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ სფეროდ რჩება – 2024 წელს მგზავრთნაკადი 24%-ით გაიზარდა და 7.4 მილიონს გადააჭარბა. ეს პოზიტიური ტენდენცია 2025 წელსაც გრძელდება, რაც კიდევ უფრო ზრდის მოთხოვნას აეროპორტის მოდერნიზაციაზე.

მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობა აქტიურად განიხილავს თბილისის აეროპორტის მოდერნიზაციასა და გაფართოებას, რათა ვაზიანის ამოქმედებამდე შეძლოს გაზრდილი მგზავრთნაკადის ეფექტურად და შეუფერხებლად მომსახურება.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, TAV Airports-ის შეთავაზების საფუძვლიანად შესწავლა გაგრძელდება და განიხილება როგორც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ასევე დამატებითი ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით.

ცხადია, როდესაც თბილისის აეროპორტი მგზავრთნაკადის ზრდისთვის ემზადება და განახლების მასშტაბურ პროექტს იწყებს, ეს პირდაპირ აისახება ფრენების სიხშირესა და მიმართულებების მრავალფეროვნებაზე. რაც უფრო ვითარდება ინფრასტრუქტურა, მით უფრო იზრდება საერთაშორისო ავიაკომპანიების დაინტერესება – შედეგად კი მგზავრებისთვის უფრო ხშირად ჩნდება პირდაპირი ფრენები ევროპისა და აზიის მიმართულებით. შესაბამისად, იმ ადამიანებისთვის, ვინც ეძებს ავიაბილეთები თბილისიდან იაფად, ეს ცვლილებები რეალურ შესაძლებლობებს ქმნის: ფასები უფრო კონკურენტული ხდება, ხოლო ფრენის ვარიანტები – მრავალფეროვანი. დღეს უკვე შესაძლებელია პირდაპირი რეისით იმოგზაუროთ ათენში, პარიზი, სტამბოლი, ვენა, ან თუნდაც დუბაი, და განახლებული აეროპორტი ამ პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWizz Air-ის 15%-იანი ფასდაკლება შერჩეულ რეისებზე – მხოლოდ დღეს, 9 ივლისს!
შემდეგი სტატია2025 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით საქართველოს 2.3 მილიონი ტურისტი ეწვია
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments