საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. მთავრობის მეთაურმა ინფორმაცია უშუალოდ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელებისგან – სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თამარ იოსელიანისა და გენერალური დირექტორ ლევან მოსეშვილისგან მიიღო.

აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, თამარ იოსელიანის განცხადებით, ქუთაისის აეროპორტი -ში ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. კერძოდ, შენდება ახალი, F კატეგორიის ტიპის საჰაერო ხომალდებისთვის განკუთვნილი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რაც საქართველოში პირველად მოხდება. ამ სამუშაოების დაწყება 2024 წელს მოხდა, ხოლო დასრულება 2026 წლის ზაფხულისთვის იგეგმება.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა3 იანვარი 202610 იანვარი 2026FlyArystanავიაბილეთები 657 -დან
ათენი18 იანვარი 202625 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 218 -დან
ბარსელონა26 იანვარი 202630 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 425 -დან
ბერლინი15 იანვარი 202618 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 544 -დან
ბრიუსელი25 იანვარი 20261 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 285 -დან
ბრატისლავა11 თებერვალი 202618 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 242 -დან

თამარ იოსელიანმა ასევე ისაუბრა აეროპორტის მგზავრზე ორიენტირებულ მიდგომაზე და აღნიშნა, რომ დაინერგა რამდენიმე მნიშვნელოვანი ელექტრონული სერვისი:

  • ახალი ელექტრონული გეითები მოფრენის დარბაზში: ამ სერვისის დანერგვით საქართველოს მოქალაქეებისთვის რიგში ლოდინის დრო 40 წამიდან 18 წამამდე შემცირდა. ამიერიდან, საზღვრის გადაკვეთა პირადობის მოწმობით ან პასპორტით 18 წამშია შესაძლებელი.
  • self-check-in-ისა და ბარგის უკონტაქტოდ ჩაბარების სერვისები.
  • საავიაციო უსაფრთხოების გაუმჯობესება: დამონტაჟდა ახალი სკანერები, რამაც მინიმუმამდე შეამცირა სტერილურ ზონაში საფრთხის შემცველი ნივთიერებების შეტანის რისკი.

აეროპორტების გაერთიანება მომავალშიც განაგრძობს მაღალ ტექნოლოგიებსა და თანამედროვე სერვისებზე ორიენტირებული მომსახურების დანერგვას, რათა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებისა და საჰაერო ხომალდების მომსახურება კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიამერიკის მწვანე ბარათის ლატარიის წესები იცვლება
შემდეგი სტატიაAzimuth კრასნოდარიდან თბილისის მიმართულებით იფრენს
5 1 vote
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments