როგორ მივიღოთ დიდი ბრიტანეთის ვიზა?

დიდი ბრიტანეთის ვიზები ამჟამად გაიცემა თურქეთში, ქალაქ სტამბოლის ტერიტორიაზე მდებარე ბრიტანეთის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ. თუმცა, ვიზისათვის საჭირო საბუთების ჩასაბარებლად უნდა მიბრძანდეთ ქალაქ თბილისში, UK Visa Application Centre-ის ოფისში, რომელიც ბესიკიქ ქუჩაზე, N4-ში მდებარეობს

ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სურს მიიღოს დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე შესასვლელი ვიზა, შეუძლია პირადად გამოცხადდეს სტამბოლში მდებარე ბრიტანეთის საელჩოს საკონსულო სამსახურში და იქვე წარადგინოს ყველა ის საჭირო დოკუმენტაცია, რომელიც ვიზაზე განაცხადის გასაკეთებლადაა საჭირო. 

რა დოკუმენტებია საჭირო განაცხადის გასაკეთებლად?

პირველ რიგში ინგლისის ვიზის (General Visitor) მიღებაზე განაცხადის გაკეთებისას, საკონსულო ყველაზე დიდ ყურადღებას უთმობს თქვენს ფინანსურ მდგომარეობას, ასევე კონკრეტულად თქვენი სოციალური და ეკონომიკური კავშირების სტატუსს თქვენს ქვეყანაში. ამიტომ, საჭიროა წარადგინოთ სწორედ ისეთი დოკუმენტები, რომელიც ამ საკითხში თქვენს კარგ დონეს წარმოაჩენს. საერთო ჯამში დიდი ბრიტანეთის ვიზაზე განაცხადის გაკეთებისას საჭიროა შემდეგი საბუთები:  

უნდა წარადგინოთ მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი, ასევე მასთან ერთად ველი პასპორტები, რომელშიც ვიზა გაქვთ ჩარტყმული. აღნიშნულ დოკუმენტებს თან უნდა დაურთოთ სამსახურის ცნობა დამსაქმებლისაგან, ხოლო თუკი პირადად თქვენ ხართ ბიზნესის მფლობელი, მაშინ უნდა წარადგინოთ ამონაწერი მეწარმეობის შესახებ, საჯარო რეესტრიდან. რათქმაუნდა საჭიროა ასევე საბანკო ამონაწერი ბანკიდან ბოლო 6 თვის შესახებ ინფორმაციით, ასევე დანაზოგის შესახებ ცოდნა ბანკიდან. დაოჯახებულის სტატუსის მქონე პირებმა ასევე უნდა წარადგინონ ქორწინების მოწმობაც

ასევე საჭიროა არასრულწლოვანი შვილების შემთხვევაში მათი დაბადების მოწმობის ასლების თან ქონაც. საერთო ჯამში ვიზიტორის ვიზის განაცხადის გასაკეთებელი პროცედურის მოსაკრებელი შეადგენს 220 აშშ დოლარს

რა სახის ვიზებზეა შესაძლებელი განაცხადის გაკეთება?  

დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე შესასვლელად თქვენ შეგიძლიათ განაცხადი გააკეთოთ როგორც ტურისტულ ვიზაზე, ისე კერძო ვიზიტორის ვიზაზეც. ასევე შესაძლებელია საქმიანი ან სასწავლო ვიზიტისათვის საჭირო ვიზის თაობაზე განაცხადის შეტანაც. 

რა ვადებში ხდება ინგლისის ვიზის გაცემა?

ზოგად სიტუაციებში მოსაკრებლის გადახდისა და დოკუმენტების გადაგზავნის შემდეგ ვიზის საკითხის განხილვას სჭირდება მაქსიმუმ 2 კვირა. თუმცა, ეს პერიოდი შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს კონკრეტული ადამიანების შემთხვევაში. 

Avia.ge ამ ეტაპზე სავიზო მომსახურებას არ გთავაზობთ.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები ასტანის (ნურ სულთანი) მიმართულებით
შემდეგი სტატიასაუდის არაბეთის ავიაბილეთები იაფად
4.4 7 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
3 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments
Guest
Nino
2 years ago

Vin damexmareba,turistuli viza minda

Guest
Zurab kochadze
1 year ago

Inglisis viza.minda da rogor avigo

Editor
Anuka Robakidze
1 year ago
Reply to  Zurab kochadze

გამარჯობა, დაგვიკავშირდით ნომერზე 558 302 303