ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, 2025 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოს ცაზე 60 ავიაკომპანია იფრენს, რომლებიც მგზავრებს 110-ზე მეტ მიმართულებაზე მოემსახურებიან. ეს ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია წარმოდგენილი.

მისი თქმით, ზაფხულის სეზონის პიკს საქართველოს აეროპორტები კვირაში დაახლოებით 735-740 რეგულარულ ავიარეისს უმასპინძლებენ, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 6%-იანი ზრდაა.

ახლახანს, ავიაკომპანიების ჩამონათვალს შეემატა ისეთი ცნობილი ავიაკომპანიები, როგორიცაა: British Airlines , easyJet , Transavia France და Edelweiss Air და ქართველ მოგზაურებს მიეცათ საშუალება პირდაპირი რეისებით ეწვიონ ციურიცხს, ფორლის, ლონდონს, მილანს, ჟენევას და პარიზს.

პოპულარული მიმართულებები ქუთაისის , თბილისის და ბათუმის აეროპორტი -დან: ვენა, პრაღა, ბუდაპეშტი, ბერლინი, მილანი, პარიზი, ლონდონი, რიგა, ლარნაკა, ამსტერდამი, ბარსელონა, ანტალია, სტამბოლი, თელ-ავივი, აბუ-დაბი, დუბაი, ბაქო, ერევანი, მოსკოვი, ვარშავა და სხვ.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
სოჭი25 დეკემბერი 20265 თებერვალი 2027Red Wingsავიაბილეთები 157 -დან
ალმათი7 დეკემბერი 202610 დეკემბერი 2026Air Astanaავიაბილეთები 1 003 -დან
ამსტერდამი27 მაისი 202730 მაისი 2027Transaviaავიაბილეთები 773 -დან
ანკარა9 ნოემბერი 202616 ნოემბერი 2026Ajetავიაბილეთები 340 -დან
ათენი4 იანვარი 20278 იანვარი 2027Sky Express Greeceავიაბილეთები 458 -დან
აბუ-დაბი9 ნოემბერი 202615 ნოემბერი 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 953 -დან
ანთალია31 დეკემბერი 20263 იანვარი 2027SunExpressავიაბილეთები 434 -დან
ბაჰრეინის კუნძული12 ნოემბერი 202619 ნოემბერი 2026Gulf Airავიაბილეთები 1 353 -დან
ბაქო1 იანვარი 202731 იანვარი 2027აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 382 -დან
ბელგრადი14 თებერვალი 202718 თებერვალი 2027Air Serbiaავიაბილეთები 752 -დან

ქვრივიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა აგრძელებს მიზნობრივი ბაზრების მარკეტინგულ მხარდაჭერას, რათა გაიზარდოს ქვეყნის ტურისტული მიმზიდველობა და ფრენების პარალელურად, ქვეყანამ მეტი უცხოელი ვიზიტორი მიიზიდოს. საქართველოს ავიაბაზარი აგრძელებს დივერსიფიკაციას და მხოლოდ 2025 წლის აპრილში ქვეყანამ ოთხ მსხვილ ევროპულ ავიაკომპანიას უმასპინძლა. ზაფხულის სეზონზე კი კიდევ უფრო მეტი ახალი ავიამიმართულებაა მოსალოდნელი.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშითბილისის აეროპორტში ოპერირება Edelweiss-მა და Transavia France-მა დაიწყო
შემდეგი სტატიაქუთაისი ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted