საქართველოს მოქალაქეებისთვის საბერძნეთის მიმართულებით ტურისტულად გამგზავრება უკვე შესაძლებელია. საბერძნეთმა საქართველოსა და ევროკავშირის სხვა არაწევრი 32 ქვეყნისთვის ქვეყანაში შესვლის რეგულაციები შეამსუბუქა.

საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც საბერძნეთში ტურისტულად მიემგზავრება, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

საბერძნეთში მიმავალი მგზავრი უნდა ფლობდეს ევროპულ ციფრულ სერთიფიკატს ან აკმაყოფილებს ამ პირობებიდან ერთ-ერთს: ვაქცინირებული უნდა იყოს გამგზავრებამდე არანაკლებ 14 დღით ადრე, ან ფლობდეს ვაქცინაციის მოწმობას, რომელიც ძალაშია ვაქცინაციის ბოლო დოზიდან მომდევნო 9 თვის განმავლობაში.

ან წარადგინოს COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელი საბუთი, გაცემული დიაგნოსტიკიდან მე-14 დღეს – 180 დღიანი მოქმედების ვადით. ან წარადგინოს უარყოფითი მოლეკულური ტესტი (PCR), რომელიც მგზავრობამდე მაქსიმუმ 72 საათით ადრე უნდა იყოს გაკეთებული, ან 24 საათით ადრე გაკეთებული ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფით პასუხი.

უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ ავიაბილეთები საბერძნეთის მიმართულებით თბილისიდან და ქუთაისიდან.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიFLYONE Armenia ავიაკომპანია “ფლაივან არმენია”
შემდეგი სტატია10 რამ, რაც პარიზში მოგზაურობისას უნდა გააკეთოთ
5 2 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments