უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ახალ ბაზას ერევანში ხსნის, რაც მნიშვნელოვანი სიახლეა ასევე ქართველი მოგზაურებისთვისაც. აღსანიშნავია, რომ ერევნიდან ხშირად უფრო იაფი და ხელმისაწვდომი ფასებია სხვადასხვა მიმართულებით ავიაბილეთებზე და ასევე, შესაძლოა ისეთი მიმართულებით სრულდებოდეს პირდაპირი ავიარეისები, რა მიმართულებაზეც საქართველოდან არ სრულდება – რაც განსაკუთრებით მიმზიდველია ქართველებისთვის, ვინც მარტივ და ბიუჯეტურ მოგზაურობას ეძებს.

როგორც იცით, Wizz Air ერევნიდან ფრენებს აქამდეც ასრულებდა, თუმცა, ახალი ბაზის ფარგლებში, ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს 6 ქვეყანის 8 ქალაქში დაამატებს: ჰამბურგი, მემინგენი, ნეაპოლი, ბარი, ბუქარესტი, პაფოსი, ნიცა და პრაღა. ავიაბილეთების ფასები 29.99 ევროდან დაიწყება, რაც ევროპული მიმართულებებით მოგზაურობისთვის ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი შეთავაზებაა.

Wizz Air ფრენები ერევნიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ბარი23 ნოემბერი 20264 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 160 -დან
ბრატისლავა22 დეკემბერი 20267 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 222 -დან
ბუდაპეშტი18 იანვარი 202721 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 284 -დან
ბუქარესტი2 ნოემბერი 20269 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 185 -დან
დორტმუნდი5 ნოემბერი 202615 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 294 -დან
მემინგენი4 დეკემბერი 20267 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 217 -დან
ჰამბურგი13 ივლისი 202621 აგვისტო 2026Wizz Airავიაბილეთები 559 -დან
ლარნაკა28 სექტემბერი 20268 ოქტომბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 112 -დან
ნეაპოლი11 მაისი 202718 მაისი 2027Wizz Airავიაბილეთები 192 -დან
პარიზი12 ნოემბერი 202615 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 265 -დან

ამასთან, ავიაკომპანია ვიზეარი ერევნიდან პირდაპირ ავიამიმოსვლას ასრულებს შემდეგ მიმართულებებზეც: ვენეცია, ვენა, მილანი, რომი, ბუდაპეშტი, ლარნაკა, ნიცა, აბუ-დაბი, დორტმუნდი და სხვ.

Wizz Air-ის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს მოგზაურობა ყველასთვის. შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანიამ რეგიონში პირველი ბაზა საქართველოში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2016 წლის სექტემბერში გახსნა, ხოლო ოპერირება საქართველოდან 2012 წელს დაიწყო.

ქართველი მოგზაურებისთვის ეს სიახლე ახალ შესაძლებლობებს ქმნის – ერევნიდან ბიუჯეტური ფასით ესტუმრონ ევროპის სხვადასხვა ქალაქს!

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWizz Air 15%-მდე ფასდაკლებას აცხადებს გერმანიის რეისებზე
შემდეგი სტატია2025 წლის აპრილში ქუთაისის აეროპორტმა ახალი რეკორდი მოხსნა
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted