უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ახალ ბაზას ერევანში ხსნის, რაც მნიშვნელოვანი სიახლეა ასევე ქართველი მოგზაურებისთვისაც. აღსანიშნავია, რომ ერევნიდან ხშირად უფრო იაფი და ხელმისაწვდომი ფასებია სხვადასხვა მიმართულებით ავიაბილეთებზე და ასევე, შესაძლოა ისეთი მიმართულებით სრულდებოდეს პირდაპირი ავიარეისები, რა მიმართულებაზეც საქართველოდან არ სრულდება – რაც განსაკუთრებით მიმზიდველია ქართველებისთვის, ვინც მარტივ და ბიუჯეტურ მოგზაურობას ეძებს.

როგორც იცით, Wizz Air ერევნიდან ფრენებს აქამდეც ასრულებდა, თუმცა, ახალი ბაზის ფარგლებში, ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს 6 ქვეყანის 8 ქალაქში დაამატებს: ჰამბურგი, მემინგენი, ნეაპოლი, ბარი, ბუქარესტი, პაფოსი, ნიცა და პრაღა. ავიაბილეთების ფასები 29.99 ევროდან დაიწყება, რაც ევროპული მიმართულებებით მოგზაურობისთვის ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი შეთავაზებაა.

Wizz Air ფრენები ერევნიდან

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
ბარი20 თებერვალი 202727 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 129 -დან
ბრიუსელი1 თებერვალი 202715 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 200 -დან
ბრატისლავა21 იანვარი 202728 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 138 -დან
ბუდაპეშტი1 თებერვალი 20278 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 138 -დან
ბუქარესტი12 იანვარი 202719 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 118 -დან
დორტმუნდი7 თებერვალი 202714 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 284 -დან
ბაზელი20 იანვარი 202727 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 260 -დან
ეინდჰოვენი18 იანვარი 202729 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 267 -დან
მემინგენი21 იანვარი 202728 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 226 -დან
ჰამბურგი1 თებერვალი 20275 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 253 -დან

ამასთან, ავიაკომპანია ვიზეარი ერევნიდან პირდაპირ ავიამიმოსვლას ასრულებს შემდეგ მიმართულებებზეც: ვენეცია, ვენა, მილანი, რომი, ბუდაპეშტი, ლარნაკა, ნიცა, აბუ-დაბი, დორტმუნდი და სხვ.

Wizz Air-ის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს მოგზაურობა ყველასთვის. შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანიამ რეგიონში პირველი ბაზა საქართველოში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2016 წლის სექტემბერში გახსნა, ხოლო ოპერირება საქართველოდან 2012 წელს დაიწყო.

ქართველი მოგზაურებისთვის ეს სიახლე ახალ შესაძლებლობებს ქმნის – ერევნიდან ბიუჯეტური ფასით ესტუმრონ ევროპის სხვადასხვა ქალაქს!

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWizz Air 15%-მდე ფასდაკლებას აცხადებს გერმანიის რეისებზე
შემდეგი სტატია2025 წლის აპრილში ქუთაისის აეროპორტმა ახალი რეკორდი მოხსნა
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted