ქართული ავიაკომპანია Geosky Airlines, რომლის სამგზავრო მიმართულება Georgian Wings -ია, საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) წევრი გახდა. როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, IATA-ს წევრობა მათ მიზანს წარმოადგენდა და ავიაგადამზიდავი ამ მიზნისკენ სწორი ნაბიჯებით მიდიოდა.
International Air Transport Association (IATA) სხვადასხვა ქვეყნის 335-ზე მეტ ავიაკომპანიას აერთიანებს. ასოციაციის წევრობა ხაზს უსვამს ავიაკომპანიის ვალდებულებას, შეინარჩუნოს უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები და უზრუნველყოს მგზავრთა საუკეთესო გამოცდილება.
Geosky Airlines-ის ხარისხის მართვის დირექტორის დავით ნერსეზაშვილის თქმით, IATA-ს წევრობა ავიაკომპანიებს ეხმარება საკუთარი მიზნების მიღწევაში და აძლევს შესაძლებლობას ჰქონდეს წვდომა IATA-ს მიერ საავიაციო სექტორში ჩატარებულ კვლევებზე. ასევე, სპეციალური ტარიფებით შეუძლიათ გაატარონ ტრენინგები საკუთარ თანამშრომლებს.
„2024 წლის ნოემბერში მიწვეულები ვართ რომში, IATA-ს ახალი წევრებისათვის დაგეგმილ სერტიფიკატის გადაცემის ცერემონიაზე.
IATAს წევრობა და IOSA-ს სერტიფიკატი არის ერთგვარი საშვი, აღიარება, რომელიც ადასტურებს ავიაკომპანიის მიღწევებს, ხაზს უსვამს მის განვითარებისა და უსაფრთხოების დონეს.
Georgian Wings ფრენები თბილისიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
შარმ-ელ-შეიხი | 16 თებერვალი 2025 | 2 მარტი 2025 | ავიაბილეთები 2 574 -დან |
რაც შეეხება GoeSky -ს ვალდებულებებს, IOSA-ს სერტიფიცირებულ ავიაკომპანიებს, გეგმურად 2-წელიწადში ერთხელ განმეორებითი შემოწმების გავლა უწევთ. ე.წ აუდიტი, რომლის ფარგლებშიაც ორგანიზაციამ საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობა, კვალიფიკაცია და შესაბამისი კომპეტენცია უნდა დაადასტუროს.
აუდიტი საკმაოდ შრომატევადი, ხანგრძლივი და სტრესული პროცესია, რომელიც მოიცავს ადგილზე საბაზო შემოწმებას, აღწერილი პროცესებისა და პროცედურების ყოველდღიურობაში გამოყენებასა და დოკუმენტურ მტკიცებულებების არსებობას“, – აცხადებს Geosky Airlines-ის ხარისხის მართვის დირექტორი დავით ნერსეზაშვილი.
შეიძინე Georgian Wings -ის ავიაბილეთები ყველაზე იაფად. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.