2023 წლის 28 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ბათუმის აეროპორტი -ს მიმართულებით პირველი სამგზავრო რეისი განხორციელდება. ფრენებს ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings -ი შეასრულებს.

ჯეორჯიან ვინგსი -ს საჰაერო ხომალდი 70 მგზავრზეა გათვლილი და ფრენებს ყოველდღე, კვირაში 12 სიხშირით შემოგვთავაზებს.

დღეიდან ავიაბილეთების შეძენა ავიასალაროებსა და ტურისტულ კომპანიებში უკვე შესაძებელია, ხოლო 15 ივლისიდან კი ოფიციალური ვებ გვერდის Georgianwings.com-ის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.

რაც შეეხება ფასებს, როგორც კომპანიაში განაცხადეს, თბილისი-ბათუმის მიმართულების ავიაბილეთების ღირებულება 150 ლარიდან დაიწყება. ფრენის ხანგრძლივობა კი სულ რაღაც 55-წუთი იქნება.

Georgian Wings-ის წარმომადგენელის განცხადებით, “ტურისტულ ბაზარზე არსებული მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ავიაკომპანიამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ პირველ მიმართულებად აქცენტი ქვეყნის შიდა ფრენებზე გაეკეთებინა და მგზავრებისთვის თბილისის აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით ყოველდღიური რეისები შეეთავაზებინა.“

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მგზავრებს პირდაპირ რეგულარულ ფრენებს მხოლოდ ავიაკომპანია Georgian Wings-ი სთავაზობს.

იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად, დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიქუთაისის აეროპორტი რეისებს ჩვეულ რეჟიმში იღებს
შემდეგი სტატიაEurowings თბილისიდან პრაღის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments