ქართული ავიაკომპანია Georgian Wings -ის ავიაპარკს კიდევ ერთი საჰაერო ხომალდი შეემატა. Boeing 737 ტიპის თვითმფრინავი, რომელიც 148 ეკონომ სავარძელს აერთიანებს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია ბაზირებული და უკვე ბრენდირებულია ავიაკომპანიის კორპორატიული ფერებით. სერტიფიცირების პროცესი სრულად დასრულებულია.

ავიაკომპანია Georgian Wings

,, ჯეორჯიან ვინგსი აქტიურად მუშაობს, როგორც ფლოტის გაზრდის, ასევე ახალი მიმართულებების დამატების კუთხით. ავიაკომპანიამ 2024 წლის თებერვლის თვის მეორე ნახევარში რიგით მეორე 148 მგზავრზე გათვლილი სამგზავრო დანიშნულების Boeing 737-ის ტიპის საჰაერო ხომალდი მიიღო.

Georgian Wings -ი ამ ეტაპზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან რეგულარულ ფრენებს მოლდოვას და აზერბაიჯანის მიმართულებით ასრულებს.

თბილისიდან ბაქოს საჰაერო ხაზზე რეისები კვირაში 2 სიხშირით ხორციელდება, აპრილის თვიდან კი დაგეგმილია სიხშირის ზრდა. ხოლო, თბილისიდან კიშინაუს მიმართულებით ფრენები ასვე კვირაში ორჯერ, ყოველ სამშაბათ და შაბათ დღეს სრულდება.

ავიაკომპანია აქტიურად მუშაობს ახალი მიმართულებების და სერვისების დამატების კუთხით.“- ავიაკომპანია Geosky-ს პრეზიდენტი- შალვა კიკნაძე.

შეიძინე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Georgian Wings -ის ფრენებზე. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიქვიზი: გამოიცანი ქვეყანა დროშის მიხედვით (ნაწილი 2)
შემდეგი სტატიაავიაკომპანია Air Astana საქართველოდან რეისებს ამატებს
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments