ქართული ავიაკომპანია Georgian Wings -ი ზაფხულის სანავიგაციო სეზონს ახალი მიმართულებებითა და გაზრდილი სიხშირეებით ხვდება. როგორც ცნობილი გახდა, ავიაკომპანია შეასრულებს როგორც რეგულარულ, ისე ჩარტერულ ფრენებს.

Georgian Wings-ი 2024 წლის ზაფხულში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ ფრენებს პრაღის , ბაქოს და კიშინეუს მიმართულებით შეასრულებს. ასევე უკვე დამტკიცებულია ჩარტერული ფრენების პროგრამა შარმ ელ შეიხის და თეირანის მიმართულებით.

როგორც ჯეორჯიან ვინგს -ში განმარტავენ, მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები და ზაფხულის სანავოგაციო სეზონზე ავიაკომპანია ახალ მიმართულებებს აუცილებლად დაამატებს.

Georgian Wings ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ბაქო10 ივლისი 202417 ივლისი 2024Georgian Wingsავიაბილეთები 243 -დან
პრაღა21 მაისი 202425 მაისი 2024Georgian Wingsავიაბილეთები 752 -დან
შარმ-ელ-შეიხი23 ივნისი 202430 ივნისი 2024Georgian Wingsავიაბილეთები 1 330 -დან

ამ დროისათვის გაწერილი განრიგის მიხედვით Georgian Wings-ი კვირაში 12 სიხშირით მოახდენს ოპერირებას.

  • ამჟამად დამტკიცებული განრიგის თანახმად, ავიაკომპანია თბილისი ბაქო ბაქო თბილისი ს მიმართულებაზე კვირაში 3 სიხშირით იფრენს, ავიაკომპანია აღნიშნულ მიმართულებაზე ფრენებს ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს შემოგვთავაზებს.
  • რაც შეეხება თბილისი კიშანეუ კიშანეუ თბილისი ს მიმართულებას, ავიაკომპანია კვირაში 2 სიხშირით მოახდენს იპერირებას. რეისები ყოველ სამშაბათს და შაბათს შესრულდება.
  • თბილისი პრაღა პრაღა თბილისი ს მიმართულებაზე კი ავიამიმოსვლას 7 მაისიდან კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს შემოგვთავაზებს.
  • ჩარტერული ფრენების პროგრამა კი მოიცავს ფრენებს თბილისი თეირანი თეირანი თბილისი -ს და თბილისი შარმ ელ შეიხი შარმ ელ შეიხი თბილისი -ს საჰაერო ხაზზე.

თეირანის მიმართულებით ავიაკომპანია ფრენებს კვირაში 4 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს განახორციელებს. ხოლო შარმ ელ შეიხის მიმართულებაზე კი კვირაში 1 სიხშირით, ყოველ კვირა დღეს იოპერირებს.

დაჯავშნე ფრენები Georgian Wings -ის რეისებზე და ისარგებლე ყველაზე დაბალი ტარიფებით. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი და ავიარეისების რაოდენობა გაიზარდა
შემდეგი სტატიასპეც ფასები Avia.ge -სგან დორტმუნდის ავიაბილეთებზე
4.5 2 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments