ქართული ავიაკომპანია Georgian Wings -ი ზაფხულის სანავიგაციო სეზონს ახალი მიმართულებებითა და გაზრდილი სიხშირეებით ხვდება. როგორც ცნობილი გახდა, ავიაკომპანია შეასრულებს როგორც რეგულარულ, ისე ჩარტერულ ფრენებს.
Georgian Wings-ი 2024 წლის ზაფხულში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი –დან რეგულარულ ფრენებს პრაღის , ბაქოს და კიშინეუს მიმართულებით შეასრულებს. ასევე უკვე დამტკიცებულია ჩარტერული ფრენების პროგრამა შარმ ელ შეიხის და თეირანის მიმართულებით.
როგორც ჯეორჯიან ვინგს -ში განმარტავენ, მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები და ზაფხულის სანავოგაციო სეზონზე ავიაკომპანია ახალ მიმართულებებს აუცილებლად დაამატებს.
Georgian Wings ფრენები თბილისიდან
დანიშნულების ადგილი გამგზავრება დაბრუნება ავიაკომპანია ბილეთების პოვნა შარმ-ელ-შეიხი 19 იანვარი 2025 26 იანვარი 2025 ავიაბილეთები 2 026 -დან
ამ დროისათვის გაწერილი განრიგის მიხედვით Georgian Wings-ი კვირაში 12 სიხშირით მოახდენს ოპერირებას.
- ამჟამად დამტკიცებული განრიგის თანახმად, ავიაკომპანია თბილისი ბაქო ბაქო თბილისი ს მიმართულებაზე კვირაში 3 სიხშირით იფრენს, ავიაკომპანია აღნიშნულ მიმართულებაზე ფრენებს ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს შემოგვთავაზებს.
- რაც შეეხება თბილისი კიშანეუ კიშანეუ თბილისი ს მიმართულებას, ავიაკომპანია კვირაში 2 სიხშირით მოახდენს იპერირებას. რეისები ყოველ სამშაბათს და შაბათს შესრულდება.
- თბილისი პრაღა პრაღა თბილისი ს მიმართულებაზე კი ავიამიმოსვლას 7 მაისიდან კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს შემოგვთავაზებს.
- ჩარტერული ფრენების პროგრამა კი მოიცავს ფრენებს თბილისი თეირანი თეირანი თბილისი -ს და თბილისი შარმ ელ შეიხი შარმ ელ შეიხი თბილისი -ს საჰაერო ხაზზე.
თეირანის მიმართულებით ავიაკომპანია ფრენებს კვირაში 4 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს განახორციელებს. ხოლო შარმ ელ შეიხის მიმართულებაზე კი კვირაში 1 სიხშირით, ყოველ კვირა დღეს იოპერირებს.