2024 წლის იანვარ-აპრილში, ქართული ავიაკომპანია Georgian Airways -ი 149 624 მგზავრს მოემსახურა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 221 %-იანი ზრდაა. გასული წლის იანვარ-აპრილში ავიაკომპანიამ 46 548 მგზავრი გადაიყვანა.
ავიაკომპანიამ გაზარდა მიმართულებების რაოდენობაც და 2024 წლის იანვარ-აპრილის თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან პირდაპირ ავიამიმოსვლას 11 მიმართულებით ასრულებდა. ესენია: პარიზი , ნიცა, მილანი , ვენა , ამსტერდამი, ბერლინი, მიუნხენი, ლარნაკა, თელ-ავივი, მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ფრენებს მხოლოდ 4 მიმართულებით ახორციელებდა: თელ-ავივი, ამსტერდამი, ვენა და პარიზი.
მგზავრთნაკადის ზრდა ფიქსირდება აპრილის თვეშიც – 2024 წლის აპრილში ავიაკომპანიის მიერ გადაყვანილი მგზავრთა რაოდენობაა 40 916 . 2023 წლის აპრილში Georgian Airways-მა 13 614 მგზავრი გადაიყვანა.
Georgian Airways პირდაპირი ფრენები თბილისიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
ბერლინი | 26 ნოემბერი 2025 | 13 დეკემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 1 303 -დან |
ლარნაკა | 19 ოქტომბერი 2025 | 21 ოქტომბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 593 -დან |
მოსკოვი | 26 სექტემბერი 2026 | 28 სექტემბერი 2026 | ![]() | ავიაბილეთები 839 -დან |
ნიცა | 22 ოქტომბერი 2025 | 29 ოქტომბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 995 -დან |
ნოვოსიბირსკი | 24 ოქტომბერი 2025 | 8 ნოემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 1 118 -დან |