საქართველოს მთავრობა თბილისთან ახლოს ახალი საერთაშორისო აერპორტის მშენებლობას გეგმავს. თბილისის აერპორტი განვითარების მაქსიმალურ პარამეტრს უახლოვდება, რის გამოც აუცილებელია საქართველოს ავიაციის სექტორის გრძელვადიანი განვითარებისთვის გაჩნდეს კიდევ ერთი ალტერნატიული აეროპორტი.

გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მთავრობა ახალი აეროპორტის მშენებლობას ვაზიანში იწყებს.

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ ეს არის იდეალური ლოკაცია. იგი 15 კმ-ითაა დაშორებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. თავის დროზე ტერიტორია შესწავლილია და იდეალურად მიუდგება როგორც ქარის მიმართულებას, ასევე ასაფრენ ზოლს.

დღეისათვის, საქართველოში ყველაზე დიდი საერთაშორისო აეროპორტი ქალაქ თბილისში მდებარეობს. ბოლო რამდენიმე კვირაა, ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ არსებული სივრცე გაფართოების შესაძლებლობას არ იძლევა.

შსს-ს მონაცემებით, 2023 წლის პირველ სამ თვეში, შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, 733 ათას მგზავრს მოემსახურა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უკვე მუშაობენ თანამედროვე, საერთაშორისო კლასის ახალი აეროპორტის მშენებლობაზე, რომელიც რეალურად შეიძლება გახდეს ჰაბი. სწორედ ამ მიზნით, თბილისში იდეალური ადგილი ვაზიანის ყოფილი აეროდრომია.

საყურადღებოა, რომ 2027 წლამდე იზღუდება ახალი აეროპორტის ექსპლოატაციაში შესვლა, რომელიც არსებული აეროპორტიდან 200 კილომეტრის რადიუსში იქნება განთავსებული. თუმცა, ამ პერიოდში შესაძლებელია, რომ დასრულდეს ახლის მშენებლობა და ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, უკვე მწყობრში იყოს და დაიწყოს ფუნქციონირება.

პირდაპირი რეისები თბილისის აეროპორტიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Adler/Sochi31 December 202610 January 2027Red Wingsავიაბილეთები 300 -დან
Almaty26 November 202629 November 2026Air Astanaავიაბილეთები 1 121 -დან
Amsterdam14 November 202616 November 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 046 -დან
Ankara17 October 202622 October 2026Ajetავიაბილეთები 345 -დან
Athens24 November 202626 November 2026Aegean Airlinesავიაბილეთები 391 -დან
Abu Dhabi11 September 202618 September 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 811 -დან
Antalya10 September 202616 October 2026SunExpressავიაბილეთები 412 -დან
Manama26 September 20263 October 2026Gulf Airავიაბილეთები 2 068 -დან
Baku6 November 202610 November 2026Azerbaijan Airlinesავიაბილეთები 611 -დან
Belgrade1 November 202628 November 2026Air Serbiaავიაბილეთები 686 -დან

 

საქართველოს აეროპორტებიდან პირდაპირი ფრენები სრულდება მსოფლიოს 58 ქალაქის მიმართულებით და რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ხორციელდება მსოფლიოს 31 ქვეყანასთან.

საქართველოში არსებული სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაბილეთები საუკეთესო ფასად რომ შეიძინოთ, დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 

გაემგზავრეთ მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით ყველაზე დაბალ ფასად.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWizz Air-მა 5 ახალი პირდაპირი მიმართულება დაამატა
შემდეგი სტატიაaviasales ge – ავიასეილს დეტალური ინფორმაცია
5 2 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted