საქართველოს მთავრობა თბილისთან ახლოს ახალი საერთაშორისო აერპორტის მშენებლობას გეგმავს. თბილისის აერპორტი განვითარების მაქსიმალურ პარამეტრს უახლოვდება, რის გამოც აუცილებელია საქართველოს ავიაციის სექტორის გრძელვადიანი განვითარებისთვის გაჩნდეს კიდევ ერთი ალტერნატიული აეროპორტი.

გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მთავრობა ახალი აეროპორტის მშენებლობას ვაზიანში იწყებს.

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ ეს არის იდეალური ლოკაცია. იგი 15 კმ-ითაა დაშორებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. თავის დროზე ტერიტორია შესწავლილია და იდეალურად მიუდგება როგორც ქარის მიმართულებას, ასევე ასაფრენ ზოლს.

დღეისათვის, საქართველოში ყველაზე დიდი საერთაშორისო აეროპორტი ქალაქ თბილისში მდებარეობს. ბოლო რამდენიმე კვირაა, ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ არსებული სივრცე გაფართოების შესაძლებლობას არ იძლევა.

შსს-ს მონაცემებით, 2023 წლის პირველ სამ თვეში, შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, 733 ათას მგზავრს მოემსახურა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უკვე მუშაობენ თანამედროვე, საერთაშორისო კლასის ახალი აეროპორტის მშენებლობაზე, რომელიც რეალურად შეიძლება გახდეს ჰაბი. სწორედ ამ მიზნით, თბილისში იდეალური ადგილი ვაზიანის ყოფილი აეროდრომია.

საყურადღებოა, რომ 2027 წლამდე იზღუდება ახალი აეროპორტის ექსპლოატაციაში შესვლა, რომელიც არსებული აეროპორტიდან 200 კილომეტრის რადიუსში იქნება განთავსებული. თუმცა, ამ პერიოდში შესაძლებელია, რომ დასრულდეს ახლის მშენებლობა და ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, უკვე მწყობრში იყოს და დაიწყოს ფუნქციონირება.

პირდაპირი რეისები თბილისის აეროპორტიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი15 დეკემბერი 202521 დეკემბერი 2025Red Wingsავიაბილეთები 422 -დან
ალმაატა12 ნოემბერი 202513 ნოემბერი 2025Air Astanaავიაბილეთები 968 -დან
ამსტერდამი23 ნოემბერი 20257 დეკემბერი 2025Transaviaავიაბილეთები 509 -დან
ანკარა25 ოქტომბერი 202529 ოქტომბერი 2025AJetავიაბილეთები 281 -დან
ათენი11 დეკემბერი 202515 დეკემბერი 2025Sky Expressავიაბილეთები 468 -დან
აბუ დაბი1 აპრილი 202610 აპრილი 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 498 -დან
ანტალია22 ოქტომბერი 202524 ოქტომბერი 2025Pegasus Airlinesავიაბილეთები 367 -დან
ბაჰრეინის კუნძული20 დეკემბერი 202525 დეკემბერი 2025Gulf Airავიაბილეთები 1 774 -დან
ბაქო19 აგვისტო 202619 აგვისტო 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 326 -დან
ბელგრადი28 ნოემბერი 20256 დეკემბერი 2025Air Serbiaავიაბილეთები 595 -დან

 

საქართველოს აეროპორტებიდან პირდაპირი ფრენები სრულდება მსოფლიოს 58 ქალაქის მიმართულებით და რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ხორციელდება მსოფლიოს 31 ქვეყანასთან.

საქართველოში არსებული სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაბილეთები საუკეთესო ფასად რომ შეიძინოთ, დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 

გაემგზავრეთ მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით ყველაზე დაბალ ფასად.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWizz Air-მა 5 ახალი პირდაპირი მიმართულება დაამატა
შემდეგი სტატიაaviasales ge – ავიასეილს დეტალური ინფორმაცია
5 2 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments