საქართველოსა და სომხეთს შორის, ამ ორი ქვეყნის მოქალაქეებს, მოგზაურობა პასპორტის გარეშე, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობით შეუძლიათ. აღნიშნული შეთანხმება 2023 წლის 12 იანვარს გაფორმდა და ძალაში 2023 წლის 1 ივლისიდან შევიდა.
“შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს სომხეთში, ხოლო სომხეთის მოქალაქეებს საქართველოში ბიომეტრიული პირადობის მოწმობით, საერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებადართული სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით შეუძლიათ იმოგზაურონ”. – წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოდან სომხეთში პირდაპირ რეისებს თბილისის აეროპორტი –დან ერევნის მიმართულებით სომხეთის დროშის ქვეშ მფრინავი ავიაკომპანიები – FlyOne და Fly Arna ახორციელებენ, ფრენებს ასევე გვთავაზობს პეგასუსიც. რაც შეეხება მგზავრობის ხანგრძლივობას, პირდაპირი რეისით მხოლოდ 30-50 წუთია საჭირო.









