საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ავიაკომპანიის სახით მატებაა. როგორც ცნობილი გახდა, თურქული ავიაკომპანია Freebird Airlines-ი ზაფხულის სეზონზე თბილისის მიმართულებით ბოდრუმიდან და ანტალიიდან შეასრულებს ფრენებს.

Freebird Airlines-ი ანტალია-თბილისი-ანტალიის საჰაერო ხაზზე რეისების შესრულებას 28 მაისიდან დაიწყებს და კვირაში 2 სიხშირით იფრენს, შემდგომ კი მისი რეისების რაოდენობა კვირაში 5 სიხშირემდე გაიზარდება.

რაც შეეხება მეორე მიმართულებას, ბოდრუმი-თბილისი-ბოდრუმის საჰაერო ხაზზე Freebird Airlines-ი კვირაში 1 სიხშირით იფრენს.

თურქული ავიაკომპანია Freebird Airlines-ი “Gözen Holding”-ში შემავალი ავიაკომპანიაა და ძირითადად ჩარტერულ ფრენებზეა ორიენტირებული.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიარეისები თურქეთის მიმართულებით 2021
შემდეგი სტატიაეუროვინგ ავიაკომპანია/ Eurowings
5 1 vote
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments